1
Aug
2019

საქართველო საერთაშორისო პლატფორმა Condé Nast Traveller-ზე

1 Aug 2019

საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის შემდეგ, Condé Nast Traveller-მა Instagram-ზე თბილისის, ბათუმის, სვანეთის, ღვინის და ქართული სამზარეულოს შესახებ „სთორი“ შექმნა. 1 მილიონზე მეტ მნახველს საშუალება ჰქონდა, გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა, თუ რომელ მიმართულებას აირჩევდა საქართველოში მოგზაურობისას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო პორტალზე  Condé Nast traveller მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს, რომელიც, ძირითადად, დიდ ბრიტანეთს მოიცავს“.

კამპანიის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს გაცნობა.  Conde Nast Traveler-ის ონლაინ პლატფორმებზე, როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, მილიონობით მნახველს მიეცა საშუალება, გაიცნოს საქართველო უნიკალური სტუმარმასპინძლობით, უსაფრთხო ტურისტული გარემოთი, მრავალფეროვანი ბუნებით, ოთხსეზონიანი კურორტებით, არქიტექტურით, სათავგადასავლო ტურიზმით და ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ქვეყანა.

„ Conde Nast Traveler-ი მსოფლიოში ცნობილი გავლენიანი პლატფორმაა სამოგზაურო მიმართულებით. მათთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ, თუ რატომ უნდა იმოგზაურონ ადამიანებმა საქართველოში. ბუნებრივია, ჩვენი ძირითადი მესიჯი ეხება იმას, რომ საქართველო არის ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება, ღვინის სამშობლო,  გამორჩეული ქვეყანა თავისი სტუმარმასპინძლობით; საქართველო არის, იყო და იქნება უსაფრთხო ტურისტული მიმართულება”- ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

 

განხილვა