15
Mar
2019

ქართველი კოპირაიტერი KIAF-ის საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს

15 Mar 2019

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი KIAF, წელს, მეოცედ ჩატარდება. ფესტივალი 29 მაისიდან 1 ივნისამდე გაიმართება ოდესაში, უკრაინის კრეატიული დაჯილდოების ღონისძიების ფარგლებში. წლეულს, KIAF-ის ჟიურის რიგებს ქართველი კოპირაიტერი შეემატა. ირინა საყვარელიძე სააგენტო WINDFOR’S-ის გუნდის წევრია. KIAF-ზე ის ნამუშევრებს კატეგორიაში Film, Radio&Audio, Advertising Campaign შეაფასებს:

 

“მიხარია და დიდ პასუხისმგებლობას ვრძნობ, რომ წელს, კიევის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურიში ვიქნები. კერძოდ, კატეგორიაში – Film, Radio&Audio, Advertising Campaign. WINDFOR’S-ს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს KIAF-თან. მიხარია, რომ წელსაც ჩართულები ვართ ფესტივალში. მგონია, რომ ჩვენი ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სახის თანამშრომლობა. ძალიან მაინტერესებს სხვა ქვეყნის სარეკლამო სააგენტოების საკონკურსო ნამუშევრები და მაქსიმალურად ვეცდები, ობიექტურად და საერთაშორისო ჭრილში შევაფასო.”

ირინა საყვარელიძე Source: TBC

ფესტივალი 12 კატეგორიას მოიცავს: FILM, FILM CRAFT, PRINT & PUBLISHING, OUT OF HOME, RADIO & AUDIO, DESIGN & BRANDING, DIGITAL & MOBILE, ADVERTISING CAMPAIGNS, MEDIA, BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING, INDUSTRY CATEGORIES და MARKETING INNOVATIONS. ჟიურის წევრი თითოეულ ნამუშევარს 1-დან 100 ქულამდე დამოუკიდებლად აფასებს.

KIAF-ზე გრან პრი გადაეცემა კატეგორიისა და ფესტივალის საუკეთესო ნამუშევრებს. დასახელდება ფესტივალის საუკეთესო კრეატიული სააგენტოც.

შეგახსენებთ, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 აპრილი.

განხილვა