in

საქართველოში ელექტრონული კომერციის ასოციაცია შეიქმნა 

საქართველოში ელექტრონული კომერციის ასოციაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის მისია, ქვეყანაში, ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და წახალისებაა. მთავარი მიზანი კი ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრის მოთამაშეებს შორის ინფორმაციის თუ ცოდნის მიღება და გაზიარება.

„ასოციაციას 4 დამფუძნებელი ჰყავს, რომლებსაც საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ელექტრონული კომერციისა და მარკეტინგის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ:

გიორგი გარსევანიშვილი – საქართველოში IT სერვისების ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის ITDC-ს და Fly.ge თანადამფუძნებელი;

ანდრო კიკნაძე – საქართველოში ყველაზე ძველი და დიდი ინტერნეტ ჰოლდინგის –  Digital Ads (Myvideo, iMovies, Be.ge, Amindi.ge, Top.ge, Review.ge) დამფუძნებელი;

ამირან შეროზია – თიბისი ბანკის ეკოსისტემების მმართველი. ხელმძღვანელობს ბანკის ისეთ ახალ აქტივებს, როგორიცაა: Vendoo.ge, Mymarket.ge, Myauto.ge, Myhome.ge, TKT.ge, Livo.ge და სხვა.  სხვადასხვა დროს იყო თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის IT მიმართულების დირექტორი;

თამუნა ფრუიძე – იყო არაერთი კომპანიის საერთაშორისო ოპერაციების დირექტორი საქართველოსა და ისრაელში. ხელმძღვანელობდა საინფორმაციო სისტემების დანერგვას ელექტრონული კომერციის მიმართულებით“.

ელექტრონული კომერცია მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვითარდება. მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც, სადაც მთლიანი საცალო ბრუნვიდან, ელექტრონული კომერციის წილი, 15%-ს აღემატება.

„საქართველოში ელ. კომერციის წილი საცალო ბრუნვაში 2%-ზე დაბალია, ასოციაცია ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისებასა და ქვეყნის შიდა ბაზარზე მოთამაშე კომპანიების განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ამბიციაა, მომსახურების სფეროში პოზიტიური ცვლილების პლატფორმა გახდეს როგორც კერძო კომპანიებს, ისე ელექტრონული კომერციის ბაზრის მოთამაშეებს, ლოჯისტიკის პროვაიდერებს, ბანკებსა და დაინტერესებულ პირებს შორის“.

ასოციაცია, უახლოეს მომავალში, დაინტერესებული პირებისათვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს, სადაც სტრატეგიას და სამომავლო გეგმებს წარადგენს.

Window Project მაქსიმე მაჩაიძის პერსონალურ გამოფენას AirMax925 წარადგენს

The Guardian გამვლელებს მინის ჩამსხვრევისკენ მოუწოდებს