23
Nov
2019

„ქართული ფილმის“ ახალი ლოგო – დამზადებულია Saatchi & Saatchi Tbilisi-ში

23 Nov 2019

კინოსტუდიას „ქართული ფილიმი“ ახალი ლოგო აქვს. ავტორი კრეატიული სააგენტო Saatchi & Saatchi Tbilisi-ის გრაფიკოს-დიზაინერი ლაშა გიორგაძეა. მისი ინსპირაციის წყარო მე-10 საუკუნის ხელნაწერში დაცული ტრადიციული ორნამენტი გახდა. საბოლოოდ კი შეიქმნა კინოფირთან ადაპტირებული სიმბოლო.

„[ბრიფის მიხედვით] ლოგო უნდა ყოფილიყო დინამიური და აუცილებალად – ქართული ხასიათის მატარებელი, იქნებოდა ეს შრიფტით თუ რაიმე სიმბოლოთი. დავიწყე ქართული ორნამენტების მოძიება, დაშევარჩიე ერთ – ერთი თავსამკაულის ფრაგმენტი რომელიც ვიზუალურად კარგად ადაპტირდებოდა კინოფირთან. შრიფტს შექმნისას კი ვეცადე, ქართული ხასიათის მატარებელი ყოფილიყო და ამავდროულად – თანამედროვე“, – ამბობს ლაშა გიორგაძე. 

100 წლიანი ისტორიის მქონე კინოსტუდიისთვის ლოგოს შექმნა, მისთვის, დიდი პასუხისმგებლობა იყო. ამბობს, რომ შედეგით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

ლაშა გიორგაძე: პასუხისმგებლობა, თავისთავად, დიდია როცა მსგავს თემას ეხები. თუმცა, ჩემი და „ქართული ფილმის“ წარმომადგენელთა ხედვა დაემთხვა და ლოგომ მოწონება დაიმსახურა, რაც ძალიან მახარებს.

 

განხილვა