9
Jan
2019

ქართული ფილმების რეტროსპექტივა ბრიუსელში

9 Jan 2019

16-20 იანვარს, ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ცენტრი BOZAR ქართულ ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ღონისძიება ფესტივალის BRIDGES. EAST OF WEST FEST ფარგლებში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ფილმები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. ფესტივალისთვის შერჩეულია 16 ფილმი, როგორც ხიდი წარმოდგენილ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კინემატოგრაფიის მიმართულებით შეძლეს განვითარება. ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

16 იანვარი – კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” ;
19 იანვარი – სალომე ჯაშის “დაისის მიზიდულობა” ;
19 იანვარი – ელენე ნავერიანის “მე მზის სხივი ვარ დედამიწაზე” ;
20 იანვარი – ლანა ღოღობერიძის “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ;
20 იანვარი – ზაზა ხალვაშის “ნამე”.

განხილვა