in

ქართულ ლარს გაზაფხულზე საკუთარი სიმბოლო ექნება

ფულის-სიმბოლო

ფულის-სიმბოლო

BOG
BOG

ლარის სიმბოლოს შესარჩევი კონკურსი  რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა. დაიწყო განაცხადების მიღებაც.

ეროვული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ბრძანებულებით (130/40), საკონკურსო განცხადებები  2013 წლის 27 დეკემბრიდან  ერთი თვის მანძილზე მიიღება. განხილვა კი,  არაუგვიანეს 90 დღის ვადაში მოხდება.

კრეატიული სააგენტო ”საქიდეამშენის” დირექტორი გია ბოხუა ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ლარს საკუთარი სიმბოლო ექნება. მისი თქმით, თუნდაც, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, სადაც მითითებულია ლარი, დოლარი და ა.შ. შორიდანვე ცნობადობა ექნება ქართულ ვალუტას.

bokhua”რაც შეეხება თვითონ ნიშანს, შესაძლოა, პირველი ასო ”ლ”  იყოს გათვალისწინებული. ან  თვითონ ლარი რაღაც ისარივითაა და ამათი კომბინაცია იყოს.

ვერ გეტყვით, ამაზე არ მიფიქრია. ჯერ იმას სჭირდება გამოკვლევა, საიდან,  როგორ გაჩნდა ვთქვათ, დოლარის ნიშანი, შეიძლება ამის მიხედვითაც ”წავიდეს” მუშაობა”.

მარკეტინგის სპეციალისტი დავით ბირმანი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ლარს საკუთარი ნიშანი ჰქონდეს. მისი თქმით, “GEL”, რომელიც ლარის აღმნიშვნელად იხმარება ISO  სისტემაში უბრალოდ ამ ვალუტის კოდია და მხოლოდ ტექნიკური ტერმინია.

რაც ეხება თავად სიმბოლოს ფორმას.  არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელიც დავით ბირმანის აზრით მნიშვნელოვანია ვალუტის სიმბოლოს შექმნისას.

birman”ერთგვარი  დაუწერელი სტანდარტი ჩამოყალიბდა ვალუტის ნიშანთან მიმართებაში. ეს არის ორი პარალელური ხაზი. როგორც დოლარის ნიშანს აქვს გადასმული.

თუმცა, ხშირად მხოლოდ ერთს იყენებენ. არის კიდევ მეორე ამოსავალი – ვალუტის დასახელება. თუ დიდი ხნის ისტორია აქვს, კარგი იქნება ეს ნიშანშიც იყოს გადმოცემული.

ბოლო დროს რაც  სიმბოლოები შექმნილა, ვალუტის პირველ ასოს იყენებენ სიმბოლოს სახით.

ნებისმიერ შემთხვევაში სიმბოლო  აუცილებლად უნდა იყოს მოკლე  და არა ფრაზა. უნდა გამოხატავდეს ფინანსურ სტაბილურობას, იყოს ცნობადი და ქართული. ვალუტის ნიშანი მარტივად უნდა აღიქმებოდეს, უნდა იყოს ადვილად დასამახსოვრებელი”.

Cartier – საშობაო ზღაპარი

რეკლამამ ძაღლის ახალი ჯიში შექმნა