in

რა მიმართულების ინფლუენსერ მარკეტინგი იქნება აქტუალური 2022 წელს?

M2
M2

ინფლუენსერ მარკეტინგის 2022 წლის ტრენდებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გამოვყოთ საქართველოს ტრენდები, მსოფლიოს ტენდენციებთან მიმართებაში. Როგორც წესი, საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგი 1-2 წლით ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ტენდენციებს. ეს, ძირითადად, განპირებებულია დამკვეთის (ბრენდებისა და კომპანიების) გაყიდვებზე ნაკლებად ორიენტირებულ კამპანიებზე. შესაბამისად, ქართველი ინფლუენსერების სამუშაო, მეტწილად, მარტივი საიმიჯო კამპანიებით შემოიფარგლება.

ამერიკისა და ევროპის ბაზარზე კომპანიები, ინფლუენსერებთან მიმართებაში, უფრო დიდ მნიშვნელობას affiliate marketing-ის მიმართულებას ანიჭებენ. ასეთ დროს, ინფლუენსერი გამოიმუშავებს თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ბრენდის კონკრეტული პროდუქტი ან სერვისი თავის მიმდევრებზე გაყიდა. Ამას ინფლუენსერისთვის სპეციფიკური ლინკის გამოყოფით აკონტროლებენ. Ხოლო, ინფლუენსერის შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის audience data-სა და CPS-ს (cost per sale).

რაც შეეხება სხვა ტენდენციებს ქართულ ინფლუენსერ მარკეტინგში, ჩემი და echolize-ის აზრით, 2022-ში, Ინფლუენსერები უფრო მეტ დროს დაუთმობენ კარგი კონტენტის შექმნას, აუდიო/ვიდეო მიმართულებით. Უპირატესობას მიანიჭებენ იმუშაონ რამდენიმე ბრენდთან, მთელი წლის მანძილზე, ვიდრე ბევრ პატრა შეკვეთაზე. ეს მათ ფინანსურ სტაბილურობას მოუტანს და უფრო სპეცილიზებულები გახდებიან ინდუსტრიების / სფეროების მიმართულებით.

თავის მხრივ, კომპანიებიც ნელ-ნელა გადადიან ნამდვილი ინფლუენსერების გამოყენებაზე, ცნობილ სახეებთან შედარებით. Ნამდვილი ინფლუენსერი დღეს იმას ნიშნავს, რომ მან თავისი პოპულარულობა და მიმდევრები მოიპოვა ხარისხიანი და საინტერესო კონტენტის შექმნით. Ცნობილი სახეები კი, ძირითადად, პოპულარულები არიან ტელევიზიისა და მას-მედიის საშუალებით კრეატიული კონტენტის შექმნით დიდად არ გამოირჩევიან.

2022 წელს, Მთავარი ტენდენციების განვითარებასაც ამ კუთხით ველოდებით. Ანუ მიკრო და ნანო ინფლუენსერების წინ წამოწევას. Ასეთი ინფლუენსერები გაცილებით ნაკლები უჯდება ბრენდს და უფრო შედეგიანი კამპანიებიც გამოსდით. ეს განპირობებულია იმით, რომ მიკრო და ნანო ინფლუენსერებს პატარა, მაგრამ უფრო ტარგეტირებული აუდიტორია ჰყავთ, მეტად ავთენტურები არიან, მიმდევრებისგან მეტი ნდობით გამოირჩევიან და სახალისო კონტენტს ქმნიან.

ლადი გაბუნიას #აზრები

არქეოლოგებმა მსოფლიოში უძველესი შარვალი აღმოაჩინეს

ლუდი „ეფესი“ დამცავი ფოლგით უკვე საქართველოშია