16
Oct
2014

საქართველოს ინოვაციების კვირეული – 17 ოქტომბერი

16 Oct 2014

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ლოგოპარასკევს, 17 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში 10:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი “საქართველოს ინოვაციების კვირეულის” შემაჯამებელ ნაწილს გახსნის.

ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, “ინოვაციების კვირეულის” ფარგლებში მიმდინარეობს და მოიცავს კონფერენციას, ტექნოლოგიურ გამოფენასა და სტუდენტურ კონკურს Make-a-thon–ს. Make-a-thon ჰაკათონის ტიპის 2 დღიანი მარათონია, რომლის ფარგლებშიც გუნდებმა ბაზარზე ორიენტირებული კონკრეტული ტექნოლოგიის თუ პროდუქტის პროტოტიპი უნდა შექმნან.

ღინისძიების განმავლობაში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

კონფერენციის ფარგლებში 17,18,19 ოქტომბერს პრეზენტაციებს Google-ის, Autodesk-ის, ესტონეთის ჰარდვეარ აქსელერატორის, ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები განახორციელებენ.

17 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში, 17:00 საათზე გაიმართება ტრენინგი “რა არის უნიკალური საქართველოსთვის – ინოვაციური გზების ძიება ქვეყნის განვითარებისთვის”, რომელსაც ისრაელიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტი, ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, ბატონი ჰაიმე ამსელი გაუძღვება.

საქართველოს ინოვაციების კვირეული 19 ოქტომბერს, კონკურსების მონაწილე გუნდების ნამუშევრების პრეზენტაციებით, ასევე პროგრამირების მარათონში გამარჯვებული გუნდების გამოვლენით და დაჯილდოებით დასრულდება.

განხილვა