სულ ცოტა ხნის წინ, „ონლაინ“ სივრცეში ცოცხალი ანგარიშების ინოვაციური ციფრული პლატფორმა Hotscore.com გამოჩნდა. ვებგვერდი სპორტულ ინფორმაციას, დინამიკურად განახლებად ცოცხალ ანგარიშებსა და გასართობ ფუნქციებს აერთიანებს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/hotscorecom/videos/1319345541543671/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
პროექტის დეტალებზე Hotscore-ის მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ხასიამ ისაუბრა.
რატომ გადაწყვიტეთ ცოცხალი ანგარიშების პლატფორმის შექმნა?
ბაზრის კვლევის შედეგად, აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში 300 000-ზე მეტი ადამიანია სპორტით დაინტერესებული და მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ზუსტად ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ცოცხალი ანგარიშების ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელზეა მორგებული. Hotscore.com-ის მასშტაბურობიდან გამომდინარე, საქართველო სასტარტო სივრცეა, პროდუქტი კი გლობალური ბაზრისთვის არის გათვლილი.
რამდენად რთული იყო ბრენდის კონცეფციის შემუშავება?
ბრენდის კონცეფციაზე Hotscore-ის „inhouse“ მარკეტინგის გუნდი მუშაობდა. კონცეფციის შემუშავებისას, პირველ რიგში, პროდუქტის გლობალურობა გავითვალისწინეთ. შედეგად, რამდენიმე გამოწვევის წინაშე ვიდექით. პირველ რიგში, გვჭირდებოდა უნიკალური სახელი და დომეინი. Hotscore.com-ის მფლობელს კი 3 კვირა ვეძებდით ამერიკაში. კიდევ ერთი გამოწვევა ვებგვერდის დიზაინი იყო. ცოცხალი ანგარიშების საიტი თავისთავად გულისხმობს უდიდესი ინფორმაციის მარტივად და კომპაქტურად დატევას. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ვებგვერდი, რომელიც არ დააბნევდა მომხმარებელს და, ამავდროულად, გამორჩეული იქნებოდა თავისი დიზაინით.
ვისთვის შეიქმნა Hotscore-ი?
როგორც უკვე აღვნიშნე, ცოცხალი ანგარიშებით, დაახლოებით, 300 000 ქართველი მომხმარებელია დაინტერესებული. ეს არის მკაცრად სეგმენტირებული აუდიტორია – ინტერნეტის middle ან advanced მომხმარებელი, სპორტის მოყვარული ადამიანები, უმეტესად – მამაკაცები. ვებგვერდი მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლისთვის, ისე მარკეტერებისთვის, რადგანაც აქ იკრიბება ძალიან კონკრეტული სამიზნე აუდიტორია.
რა დრო დაუთმეთ პროექტზე მუშაობას?
მუშაობას 7 თვე მოვანდომეთ. Hotscore-ის შექმნაზე საქართველოში გამოცდილმა და პროფესიონალმა დეველოპერებმა იმუშავეს. აგრეთვე, ქართულად ვთარგმნეთ, დაახლოებით, 40 000 გუნდის დასახელება და 500 000 სპორტსმენის სახელი. პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, ვებგვერდი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. გუნდი კი აგრძელებს პროდუქტის განვითარებაზე მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მომხმარებელს დამატებით საინტერესო ფუნქციებს შევთავაზებთ, შემოდგომიდან კი Hotscore.com-ი მზად იქნება გლობალურ ბაზარზე გასასვლელად.
[R]