in

3 ქართული ლოგო LogoLounge-ს მე-12 წიგნში მოხვდა!

გამოცემაში, მსოფლიო მასშტაბით, რჩეული ნამუშევრები იბეჭდება

ქართული კომპანიების ლოგოები საერთაშორისო გამოცემა LogoLounge-ს მე-12 წიგნში მოხვდა. ეს არის სერია, სადაც მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი და სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრებია თავმოყრილი. ახალ ნომერში შევიდა „ქეშბექის“, „ვივაინისა“ და „ზუმერის“ მთავარი სიმბოლოები.

bog
bog-mob

სამივე მათგანი „ლივინგსტონში“ შეიქმნა. ამ პროექტებზე, სააგენტოს მაშინდელი არტ დირექტორი კახა კახაძე თავის გუნდთან ერთად მუშაობდა, რომელთა შორის იყვნენ: სინიორ დიზაინერები დავით მსახურაძე, დავით დრაილინგი, მარიამ ეპიტაშვილი, დიზაინერი ანანო კურკუმული და ჯუნიორ დიზაინერები ირინა აგურაშვილი, გიორგი ხარძიანი. 

LogoLounge-ის მე-12 ნომერში 3 000 ლოგო დაიბეჭდა. კახა კახაძე გვიყვება, რომ თავდაპირველად, პლატფორმაზე 10 ნამუშევარი გააგზავნეს. საბოლოოდ კი, გამოცემაში გამოსაქვეყნებლად, ჟიურიმ 3 მათგანი შეარჩია.

„ეს არის, ერთგვარი, Best Seller, რომელიც წელიწადში, ან წელიწად-ნახევარში ერთხელ გამოდის. აქ თავმოყრილია დიზაინერების ნამუშევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.  ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 3 ქართული კომპანიისთვის შექმნილი, ჩვენი ლოგოებიც მოხვდა“.

პლატფორმაზე ყველა გაგზავნილი ნამუშევარი LogoLounge-ს არქივში ინახება და არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანი მომდევნო გამოცემაში მოხვდეს. ეს შესაძლებლობა, ბუნებრივია, იქ უკვე არსებულ, ქართველი დიზაინერების შექმნილ ლოგოებსაც აქვს.

თავად LogoLounge, 2002 წელს, ლოგოტიპების ძიების გასამარტივებლად შეიქმნა. დღეს კი უმსხვილესი საძიებო და სოციალური ქსელია გრაფიკოსი დიზაინერებისთვის, რომლებიც კორპორაციული იდენტობისა და სიმბოლოების შექმნაზე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ კახა კახაძის ნამუშევრები „ლოგოლაუნჯის“ მე-11 წიგნშიც შევიდა.

 

„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს

საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“