in

ქართული ორნამენტები თეო ურატაძის ილუსტრაციებში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ათასწლეულების განმავლობაში ინახავს უნიკალურ ვიზუალურ ენას – ორნამენტებს, რომლებიც გვხვდება ისტორიულ ტექსტილში, ხელნაწერებში, შუა საუკუნეების არქიტექტურასა და კედლის მხატვრობაში. დღეს, ეს ტრადიციული ელემენტები ახალ სიცოცხლეს იწყებენ თანამედროვე დიზაინის სივრცეში.

BOG
BOG

თეო ურატაძის ილუსტრაციებში ქართული ორნამენტების თანამედროვე ინტერპრეტაცია წარმოადგენს ხიდს წარსულსა და მომავალს შორის. ამ პროცესის მთავარი მიზანია ქართული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გლობალურ დიზაინის სივრცეში. როდესაც ტრადიციული ორნამენტები ადგილს დაიმკვიდრებს თანამედროვე ფორმატში, გახდება ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ინტერნაციონალური აუდიტორიისთვის, ამავდროულად კი შეინარჩუნება ავთენტურ ხასიათს.

თეო ურატაძე: „პატერნი წარმოადგენს ქართული ორნამენტების თანამედროვე ინტერპრეტაციას. შთაგონება მივიღე უძველესი ქართული კულტურისგან – ორნამენტები, რომლებიც გვხვდება ისტორიულ ტექსტილში, ხელნაწერებში, შუა საუკუნეების არქიტექტურასა და კედლის მხატვრობაში, გადმოიცემა ახალ ფორმაში თანამედროვე ესთეტიკით.

ჩემი მიზანია ამ დიზაინით ქართული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გლობალურ დიზაინის სივრცეში და მისი ადაპტირება თანამედროვე ინტერიერებისთვის, ტექსტილისთვისა და დეკორისთვის.“

ნახეთ და შეაფასეთ თეო უროტაძის ნამუშევრები.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ნარჩენები, რომლებიც არ გადამუშავდება და აბინძურებს გარემოს

რისთვის გვჭირდება პერსონალური ბრენდი?