in

„ბერლინში არავინ მიდიხართ? რაღაცას გაგატანთ მეგობართან“ – საქართველოს ფოსტის გამოსავალი მგზავრებს

„ბერლინში არავინ მიდიხართ? რაღაცას გაგატანთ რა, მეგობართან“ „ამერიკაში ხომ არ მიფრინავთ ვინმე უახლოეს მომავალში? პატარა სათხოვარი მაქვს“  – მოდი, ვაღიაროთ, ბევრჯერ ვყოფილვართ სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსის ავტორი, ან სქროლვის დროს, აუცილებლად შეგვხვედრია მეგობრების მსგავსი „გასაჭირი“.

უარესი ვითარებაა მაშინ, როდესაც ჩვენ მივემგზავრებით საზღვარგარეთ და მეზობელი ნუნუს ტყემალი ვინმე თორნიკეს უნდა ჩავუტანოთ, დიდი ხანია იქ სწავლობს და მოენატრა, ან თიკოს ზამთრის ტანსაცმელი არ წაუღია და ცალკე ჩემოდანი მისი პალტოებით, დიდი შარფებით უნდა ავავსოთ, ან მეგობარმა, რომელმაც გაიგო, რომ იმ ქალაქში ჩავდივართ სადაც ისვენებს (ან ცხოვრობს, მნიშვნელობა არ აქვს), თავის მეგობრებს რაღაცების გამოტანას თხოვს და მოკლედ – ეს ამბავი არ სრულდება. იძულებული ვხდებით, მოგზაურობა ისე ჩუმად დავგეგმოთ, ეს ვალდებულელები არ დავიკისროთ – რაც, მოდი სიმართლე ვთქვათ, არ გამოდის.

 

ასეთ მდგომარეობაშია ლუკაც, რომლისაც ძალიან, ძალიან კარგად გვესმის. თუ ჩვენ უარს ვერ ვეუბნებით მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, დაქალის ძმის შეყვარებულს, ნათლულის ბიცოლას და კიდევ ბევრს, საქართველოს ფოსტა ამ შემთხვევაში გვახსენებს, რომ გამოსავალი მარტივია – გავაგზავნოთ ამანათები საქართველოს ფოსტით და არც ჩვენ შევიწუხოთ თავები და არც სხვა შევაწუხოთ ჩვენი სურვილების ვრცელი ჩამონათვალით.

ეს სერვისი საქართველოს ფოსტაში დიდი ხანია არსებობს და ამანათების გაგზავნა მსოფლიოს მასშტაბით, 192 ქვეყანაშია შესაძლებელი. ამ ვიდეორგოლით კი თავიანთ მომსახურებას გვახსენებენ და რომ #ნუშეაწუხებლუკას, ისევე როგორც საკუთარ თავს და ყველა სხვა დანარჩენს.

Credits:

Client – Georgian Post

Agency – Advertwise, Mr Woolf

Creative Idea –  Givi Kemoklidze, Natalia Tarkhan-Mouravi, Tamuna Gogorishvili

Account Director  – Ani Chachua

Account Managers – Nika Jgheria, Tamuna Gogorishvili

Social Media Content – Tina kikalishvili

Digital Placement – Tamar Andghuladze

Producer – Nuca Mestumrishvili

Director – Tevdore Gogoladze

DOP – Irakli Solomnishvili, Aka, Pitha

Gaffer – badri Siprashvili

Light Technician – Dato Shkubuliani, Dato Goginashvili

Sound Engineer – Igor Zolotarevi

Graphic Motion – Rezo Bokeria

Focus Puller – Giorgi Popkhadze

Set Runners – Saba Gigishvili, Joni Baiadze, Giga Tchanturidze

Make Up – Tatiana Abasashvili

#სადანროგორ: ღონისძიებები 20-24 სექტემბერი

ნუ უტყვი უარს ცხოვრებაზე, რომელიც შეიძლებოდა გქონოდა!