in ,

,,აირჩიე ყველაზე მარტივი გზა“ – საქართველოს რკინიგზის გრაფიკული ვიდეორგოლი

საქართველოს რკინიგზამ, აპლიკაციის Georgian Railway Tickets პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, ანიმაციური ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელიც ტრანსპორტის ისტორიისა და პოეზიის ერთგვარი სინთეზია. ვიდეორგოლი Metrograph-თან თანამშრომლობით მომზადდა.

BOG
BOG

 

ირინა ხიზანიშვილი, საქართველოს რკინიგზის PR დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: “საქართველოს რკინიგზას აქვს აპლიკაცია Georgian Railway Tickets, რომლის მეშვეობით ჩვენს მგზავრებს შეუძლიათ ყველაზე მარტივი გზით, შეიძინონ ყველა მაგისტრალური მსვლელობის მატარებლის ბილეთები. აპლიკაცია, რომელიც IOS, ANDROID და WINDOWS პლატფორმებზეა მორგებული, მოიცავს ინფორმაციას მატარებლების, ვაგონების, კლასებისა და ადგილების შესახებ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აპლიკაცია არის ერთადერთი საშუალება, სადაც მგზავრს შეუძლია მატარებელში აირჩიოს კონკრეტული ადგილი (ამ ეტაპზე, შესაძლებელია შტადლერის ორსართულიან მატარებლებზე სასურველი ადგილების შერჩევა, თუმცა უახლოეს მომავალში დაემატება GRT და VMK ტიპის მატარებლების სქემები). აპლიკაციას, ასევე, აქვს ბილეთის დაბრუნების ფუნქციაც. სეზონის დაწყებასა და მგზავრების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა გრაფიკული ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილი იქნებოდა ,,აირჩიე ყველაზე მარტივი გზა“. სარეკლამო სააგენტოსთან ერთად, შევიმუშავეთ კონცეფცია, სადაც გადაადგილების ისტორიულ გზას ავსახავთ. კულმინაცია კი არის ,,ყველაზე მარტივი გზა“ – კერძოდ, იგულისხმება აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია მატარებლის ბილეთები ყველაზე მარტივი გზით შეიძინო. როგორი გრაფიკული ვიდეორგოლი გამოგვივიდა, ამას უკვე ჩვენი მგზავრები შეაფასებენ, ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენი მგზავრების კომფორტზე ზრუნვას და ბევრ სხვა სიახლეს ვპირდებით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს რკინიგზის აპლიკაციის Georgian Railway Tickets-ის ჩამომწერების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და მგზავრები მატარებლის ბილეთების შეძენის ,,ყველაზე მარტივ გზას“ აირჩევენ.”

სარეკლამო ფესტივალი ახლოვდება! Ad Black Sea 2018-ის ვიდეორგოლი

საქართველო იწყება აქ, ინტერნეტში – გიორგი ბერეჩიკიძის #აზრები