in

„საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო ბილეთის შეძენა უკვე მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი

„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო ბილეთების რეალიზაცია მობილური აპკლიკაციით დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროცედურა საკმაოდ მარტივია: „აპლიკაციის პირველ გვერდზე ირჩევთ სასურველ მიმართულებას, გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღებს. მეორე გვერდზე პროგრამა გაწვდით ინფორმაციას შერჩეულ მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებისა და თავისუფალი ადგილების შესახებ, ვაგონების, კლასისა და სართულების მიხედვით. მატარებლის სქემაზე ნიშნავთ სასურველ ადგილს. (ამ ეტაპზე, აპლიკაცია იძლევა მხოლოდ „შტადლერის“ ტიპის მატარებლებზე არჩევანის შესაძლებლობას). შემდეგ გვერდზე შეგყავთ მგზავრის პირადი მონაცემები და ყიდულობთ ბილეთს. მობილურ აპლიკაციაზე მოგივათ დასტური და ელექტრონული ბილეთის მონაცემები, როგორც შესყიდვის კოდის, ასევე QR კოდის სახით. აპლიკაცია მისი მეშვეობით ნაყიდი ბილეთების უკან დაბრუნების შესაძლებლობასაც იძლევა“.

შეძენილი ბილეთების შესახებ ინფორმაცია ინახება პროგრამაში და მატარებელში ჩასხდომისას გამცილებლებს მომხმარებელი წარუდგენს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და მიღებულ QR კოდს.

აპლიკაციები უფასოა და მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელია IOS, ANDROID და WINDOWS პლატფორმების აპლიკაციის „მარკეტებიდან“.

„საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ სიახლე მომხმარებლებს ბილეთების შეძენის პროცესს გაუადვილებს და მათთვის კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

„გაზიდე გუდვილი“ – უპრეცედენტო აქცია დაიწყო

სხვადასხვა ქვეყნის ახალი წელი ერთ მისაღებში – Samsung-ის საახალწლო ვიდეორგოლი