კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალმა KIAF 2020 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალი 21-დ ჩატარდა და საერთო ჯამში, ქართული სააგენტოების ანგარიშზე 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და 6 შორთლისტია, რომლებიც სააგენტო Mozaika-მ და Kraken-მა მოიპოვეს. ასევე, ფესტივალის გრან პრი მოიპოვა პოლონურ სააგენტო Syrena Communications-ის ნამუშევარმა, რომელზეც კრეატიულმა დირექტორმა ლევან მუსხელიშვილმა და არტ დირექტორმა თენგიზ ბეგოიძემ იმუშავეს.
სააგენტო Mozaika-სა და სტუდია Anagrama Animation-ის ნამუშევარმა ჯილდოები “თეგეტა მოტორსისთვის” შექმნილი კამპანიისთვის დაიმსახურა. გაგაცნობთ კამპანიის შედეგებს, კატეგორიების მიხედვით:
1 ვერცხლი Animation-ის კატეგორიაში
2 ბრინჯაო Film Craft (Art Direction-ის) კატეგორიაში
2 შორთლისტი Film-ის კატეგორიაში
რაც შეეხება დანარჩენ 4 შორთლისთს, სააგენტო Kraken-ის ნამუშევრები პრინტ კატეგორიის შემდეგ ქვეკატეგორიებში მოხვდა:
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა/PR და კორპორატიული იმიჯი – საგზაო შემთხვევების პრევენციისთვის შექმნილი პრინტ კამპანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, სახელწოდებით “მეტი სიცოცხლისთვის”, რომელიც საზოგადოებაში ამ ფენომენის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
Food & Drink ქვეკატეგორიაში, Kraken-ის მიერ ბრენდ “ჯიმშერისთვის” შექმნილი პრინტ ნამუშევრები სამ შორთლისთში მოხვდა.
რაც შეეხება გრან პრის მფლობელ კამპანიას, ესაა THE DEATH OF THE PALM – ინსტალაცია, რომელიც გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისთვის შეიქმნა.
ფესტივალის სრული შედეგების ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.