in

საქართველოს რაგბის კავშირმა Enefty-სთან ერთად 50 NFT ბარათი გამოუშვა

იტალიასთან მოგებული მატჩის აღსანიშნავად, საქართველოს რაგბის კავშირმა პლატფორმა Enefty-სთან ერთად გამოუშვა 50 უნიკალური NFT ბარათი — ექსკლუზიურად შექმნილი ქართველი მორაგბის ნონო (ნოდარ) ანდღულაძის მიერ, კოლექცია მოიცავს ნაკრების 5 მორაგბის სხვადასხვა ხარისხის ბარათებს.

პროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს ქართული რაგბის ძლიერი  ფანკლუბი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, რაც ქართული რაგბის ქომაგობის პოპულარობას და პოპულარიზებას გაზრდის.

კოლექციის მყიდველები მიიღებენ სხვადასხვა სახის ექსკლუზიურ სარგებელს, როგორიცაა ქომაგების მასტერკლასები, უფასო და/ან პრივილეგირებული ბილეთები ეროვნული ნაკრებების საშინაო და გასვლით მატჩებზე, შიდა ჩემპიონატის თამაშებზე დასწრების აბონემენტს, ექსკლუზიურ წვდომას ამა თუ იმ მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ აქსესუარზე და, ამავდროულად, შეეძლებათ აქტიურად ჩაერთონ ქართული რაგბის მიერ ორგანიზებულ ყველა სოციალურ პროექტში, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო არენაზე იგეგმება და ხორციელდება.

შეძენისას პლატფორმა შემთხვევითობის მიხედვით ასახავს ბარათს თქვენს ელ-საფულეზე, რის შემდეგაც წარმომადგენელი თქვენ მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საფუძველზე დაგიკავშირდებათ. ის დეტალურად გაგაცნობთ ბენეფიტების შესახებ — ამასთან, ყველა ხარისხის ბარათის მფლობელი ერთი და იმავე ბენეფიტით სარგებლობს.

NFT ბარათების ყიდვა ხდება კრიპტო ვალუტა MATIC-ით პლატფორმაზე Enefty.app,

შეძენის ინსტრუქცია შეგიძლიათ, ამ ვებგვერდზე იხილოთ.

[პარტნიორის კონტენტი]

ჯეიმს ვების ტელესკოპი ორიონის ნისლეულის გულში გვახედებს

რატომ ვგლოვობთ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად არ ვიცნობთ? — ფსიქოლოგების პასუხი