„ჰენლის ბიზნეს სკოლის“ Flexible Executive MBA მსოფლიო რეიტინგის #21 სასწავლო პროგრამაა, დიდ ბრიტანეთში კი ის მესამე ადგილზეა. „ჰენლის“ მეწარმეობის ცენტრი მსოფლიო მეწარმეობის ცენტრების მოწინავე ადგილზეა. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამაყობენ ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდით, კარიერული განვითარებით, საკუთარი კომპანიების თუ სტარტაპების შექმნით და განვითარებით.
„ჰენლის ბიზნეს სკოლის“ ასეთ წარმატებას განაპირობებს ისიც, რომ მას მაღალკვალიფიციური სტუდენტები ირჩევენ. ამ მიმართულებით რეიტინგს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ის დონისა და კვალიფიკაციის მიხედვითაც მოწინავე პოზიციას იკავებს: მე–5 პოზიცია სტუდენტების გამოცდილების მიხედვით; მე–11 პოზიცია სტუდენტების მენეჯერული გამოცდილების მიხედვით; 25–ე პოზიცია სტუდენტების ზოგადი დონისა და უნარების მიხედვით.
„ჰენლის ბიზნეს სკოლა“ კავშირების საუკეთესო წყაროა, რადგან ის აერთიანებს 75 000 კურსდამთავრებულს, უამრავ კამპუსსა და ოფისს მსოფლიოს 100 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. „ჰენლის ბიზნესის სკოლა“ საქართველოში სამაგისტრო პროგრამას „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან“, საქართველოს მენეჯმენტის სკოლასთან და მალტის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს. ქართველ სტუდენტებს საშუალება აქვთ, Henley-ის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მიიღონ საქართველოში, ხანგრძლივად ქვეყნის დატოვების გარეშე. პროგრამა ხორციელდება სამ ეტაპად, თითოეულის ხანგრძლივობაა 10 თვე. ყველა ეტაპი მოიცავს განსხვავებულ მოდულებს, რომელთა ჩატარების ინტენსივობაა – ორ თვეში ერთი მოდული. პროგრამა სრულდება მისი დაწყებიდან 2,5 წელიწადში, დასასრულს კი გაიცემა „ჰენლის ბიზნესის სკოლის“ დიპლომი.
პროგრამას საქართველოში უკვე ჰყავს წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ესენი არიან:
თამარ კერძაია – „ქალთა გაძლიერების ჰაბის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
„Henley-ს ბიზნეს სკოლა მაძლევს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას და არის საუკეთესო ადგილი, პროფესიული უნარების განვითარებისთვის. ჩემი დატვირთული სამუშაო დღის წესრიგიდან გამომდინარე, Henley ძალიან მოქნილი გრაფიკის, დროის გადანაწილების საშუალებას იძლევა. ის არის თანამედროვე გამოცდილება და გაზიარება იმ მიღწევებისა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის.”
ნათია ანასტასიადი – „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
„ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, „ჰენლის“ პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და რეიტინგულია, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, „ჰენლის“ პროგრამა ყველაზე მოქნილი აღმოჩნდა, რომლიც ჩემს სამუშაო და პირად გრაფიკს მოერგებოდა. ჩემი გადაწყვეტილება ასევე განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ პირველი ნაკადის წევრი ვიქნებოდი და გარკვეულწილად, ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დაწყების თანამონაწილეც გავხდებოდი. „ჰენლი“ ჩემთვის ნიშნავს ხარისხს, გამოცდილებას და მაღალ პროფესიონალიზმს.”
ლევან დიასამიძე, „იბერკომპანი ჰოლდინგის“ CEO, Snap fitness Georgia-ს და houseOn (სახლების და ოფისების ავტომატიზაციის სისტემები)-ის დამფუძნებელი
„Henley Business School აკმაყოფილებდა ყველა იმ პარამეტრს, რომლითაც ბიზნეს სკოლის შერჩევისას ვხელმძღვანელობდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ სწავლის განმავლობაში, დიდი დროით არ ვწყდებოდი ბიზნესს და ოჯახს. Henley-ში, წელიწადში მხოლოდ 2- ჯერ, ისიც 3-4 დღით მიწევდა გამგზავრება საზღვარგარეთ, დანარჩენი სწავლის პროცესი კი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ისიც, რომ აღფრთოვანებული დავრჩი ინფრასტრუქტურით, რომელიც დამხვდა უნივერსიტეტში – სტუდენტის ყველა ნაბიჯი შესწავლილი და დაგეგმილია, თქვენ ყოველ კითხვაზე იღებთ ამომწურავ პასუხებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის მეთოდოლოგია და უახლესი ქეისები იყო სრულად ადაპტირებული დღევანდელ რეალობასთან“.
ნინა იანკოვსკაია, „ალდაგის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
„პროფესიის არჩევისას ვფიქრობდი, რომ ის რაღაც ახალი, საინტერესო და რაც მთავარია, პრაქტიკული უნდა ყოფილიყო. ESM-ის BBA, სადაც სწავლის პროცესში შესაძლებელი იქნებოდა ჩემთვის საინტერესო და უფრო ვიწრო მიმართულების არჩევა, ზუსტად შესაფერისად მივიჩნიე. პირველი კურსიდან ვმუშაობდი, ხშირად ნახევარ განაკვეთზე და ზაფხულის მანძილზე. სხვადასხვა სფეროში ვცადე საკუთარი ძალები: ბანკი, არასამთავრობო ორგანიზაცია, ტელევიზია, რამდენიმე სადაზღვევო კომპანია, კარიერის დასაწყისში საკმაო გამოცდილება მივიღე რამდენიმე კომპანიაში, 2006 წლიდან კი „ალდაგში“ ვმუშაობ. ESM-ის დამთავრების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, მაგისტრატურაზე არ მიფიქრია. მინდოდა, პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო და შემდეგ გამეღრმავებინა აკადემიური ცოდნა. ბოლო პერიოდში აქტიურად ვეძებდი და ვარკვევდი, სად შეიძლებოდა მესწავლა, რომ არც კარიერისთვის საზიანო ყოფილიყო და თან სრულფასოვანი ცოდნა მიმეღო. Henley Business School-ის გამოჩენა ძალიან გამიხარდა, რადგან სამსახურს არ მოვწყდებოდი და მუშაობის პარალელურად, ევროპის ათეულში შემავალი Flexible Executive MBA პროგრამის დიპლომს მივიღებდი. „ალდაგი“, სადაც ჩემი კარიერა მნიშვნელოვნად განვითარდა, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განათლებაზე და ზუსტად ჩემი დამსაქმებლისგან გავიგე Henley Business School-ის შემოთავაზების შესახებ. ყველაზე მეტად, რამაც დამარწმუნა ჩემი არჩევანის სისწორეში, „ჰენლიში“ პირველივე ლექციაზე გაჟღერებული პრინციპია: “Sharing is Caring”. ზუსტად ეს განასხვავებს „ჰენლის“ სხვა ბიზნეს სკოლებისგან“.
[R]