in

„ღვინო – ქართული ხასიათით“ – ენდემური ჯიშებით შექმნილი ბრენდი Georgian Sun

Georgian Sun „ქართული ღვინის ჰოლდინგში“ შემავალი 3 კომპანიიდან („ვაზისუბნის მამული“, „როიალ ხვანჭკარა“, „ვარძიის ტერასები“) ერთ-ერთის – „ვაზისუბნის მამულის“ ახალი ბრენდია, რომელიც 2017 წლის 3 ოქტომბერს, იდეის განვითარებიდან 9 თვის შემდეგ დაიბადა.
„ღვინო – ქართული ხასიათით“ საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალური, ენდემური ჯიშების შერწყმით იქმნება და გარდა იმისა, რომ ბაზარზე ახალი გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტს აწარმოებს, ხელს აძლევს იმ ძველი და უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების აღდგენას, რომლებიც პრაქტიკულად, აღარ არსებობს. „ქართული მზე“ თანაბარწილად ეფერება და ელაციცება საქართველოს სხვადასხვა კუთხეს“, – მარკეტერი „ქართული ღვინის ჰოლდინგის“ აღმასრულებელ დირექტორს – გიორგი მშვიდობაძეს ესაუბრა:


„ვაზისუბნის მამულს“ აქვს ღვინის ხაზის ორი მიმართულება – ბრენდ „ვაზისუბნის მამულის“ ლიმიტირებული რაოდენობის, მაღალფასიან სეგმენტზე მორგებული, ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები, მათ შორის, ისეთები, როგორიცაა: საფერავი, ხიხვი, ქისი, რქაწითელი, რქაწითელი მწვანე.
და მეორე მიმართულება – „ქართული მზე“ – Georgian Sun –  ევროპულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალგაზრდა ქართული ღვინოები: რქაწითელი – მწვანე (თეთრი მშრალი), საფერავი (წითელი მშრალი), საფერავი ალექსანდროული (წითელი მშრალი), ალაზნის ველი (წითელი ნახევრად ტკბილი), ქინძმარაული (წითელი ნახევრად ტკბილი), მუკუზანი (წითელი მშრალი).


M: რა არის ბრენდის Georgian Sun კონცეფცია?
ჩვენ, როდესაც ვფიქრობდით ამ ღვინის შექმნაზე, ძირითადი ფილოსოფია იყო, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალური ენდემური ჯიშების კუპაჟებით გამოგვეყვანა ახალი ღვინოები და ამგვარად გამოგვეხატა ქართული ღვინის ხასიათი. თუ ჩავიხედავთ ქართველები ჩვენს გენეალოგიაში, აღმოვაჩენთ, რომ უმეტესწილად, ქართველებს მულტიკუთხური წარმომავლობა გვაქვს, რაც ქმნის ქართულ გენეტიკას და რომელიც ვითარდება. ჩვენი აზრით, საქართველოში, რომელიც ღვინის აკვანია, მეტი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, რაც ჩვენია, ქართულია და დამახასიათებელია ჩვენი იდენტობისთვის. სლოგანიც ამის მიხედვით შევარჩიეთ – ღვინო – ქართული ხასიათით“. რაც შეეხება ჩვენს სიმბოლიკას – ქართული ასომთავრული ანბანის მე-4 ასო-ნიშანი, „დონი“, მზის ღვთაების იდეოგრამა – რომელიც დატანილია ეტიკეტზე, ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ბრენდი, Georgian Sun, ქართული მზით არის შთაგონებული.

M: როგორ უზრუნველყოფთ თქვენი პროდუქტისთვის ჯანსაღი ნედლეულის გამოყენებას? 
ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ვენახები გვაქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: „ვაზისუბნის მამული“ – კახეთში, „ვარძიის ტერასები“ – მესხეთში და „როიალ ხვანჭკარა“ – ამბროლაურში, რაჭა და სწორედ აქ ვაპირებთ ჩვენი კომპოზიციების შექმნას. ჩვენ არ ვაწარმოებთ ბიოღვინოს, მაგრამ ვცდილობთ, ყურძნის დამუშავებისას, მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ბიოპრეპარატებს, რომლითაც ვებრძვით მავნებლებს მევენახეობაში. დიდი ალბათობით, ძალიან ახლო მომავალში, გამოვიყენებთ ყურძნის დამუშავების იმ ტექნოლოგიას, რომელიც აპრობირებულია საზღვარგარეთ და პრაქტიკულად, მინიმუმამდე დაყავს პროდუქტში ქიმიური პრეპარატების შემცველობა.M: რომელი ქართული უნიკალური ყურძნის ჯიშები აღადგინეთ და სად?
მესხეთში, სოფელ ხიზაბავრაში, ჩვენ მიერ აღდგენილ იქნა თამარ მეფის დროინდელი ტერასები, სადაც ძალიან სერიოზულად იყო განვითარებული მევენახეობა. ჩვენ ახალი სიცოცხლე მივეცით უნიკალურ მესხურ ჯიშებს, მაგალითად, როგორიც არის:„თამარის ვაზი“, „მესხური მწვანე“, „ხარისთვალა“ და ა.შ. ცოტა რომ გავუსწრო მოვლენებს წინ, ვიტყვი, რომ ძალიან მალე, დაახლოებით, 1 წლის შემდეგ, მომხმარებლებს, ამ ბრენდის ქვეშ, შევთავაზებთ სხვადასხვა ჯიშის ძალიან საინტერესო ღვინოებს.

M: რა სეგმენტზე გააკეთეთ სამომხმარებლო აქცენტი, ვისთვის იქმნება Georgian Sun?
ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეგვექმნა ისეთი ღვინო, რომელიც იქნებოდა არამხოლოდ სნობი მომხმარებლისთვის (რომლებიც ძალიან ღრმად ერკვევიან ღვინოში და აქვთ ის უნარ-ჩვევები და გემოვნური შესაძლებლობები, რომ დეტალებში ჩაუღრმავდნენ ღვინის არომატიკას, სენსორიკას და ა.შ.). გვინდოდა, შეგვექმნა უფრო დემოკრატიული – უნიკალური, ხალისიანი ახალგაზრდა ღვინოები, რომელიც იქნებოდა ძალიან საინტერესო და მიმზიდველი მიზანსწრაფული, მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგელებისთვის.M: Georgian Sun-ს სხვა ქვეყნების ბაზარზეც თუ ვიხილავთ და ზოგადად, რა გამოწვევების წინაშე დგას ბრენდი?
საექსპორტო ქვეყნები, სადაც რეალურად ვაპირებთ Georgian Sun-ის გატანას, არის: ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა და კანადა. ეს ის ქვეყნებია, საიდანაც გამოითქვა ინტერესი და კონტაქტებზე ვმუშაობთ. შევქმნით ელიტარულ ხაზსაც, რომელიც იქნება უფრო ძვირი, იმის გათვალისწინებით, რომ გამოვიყენებთ საქართველოს სამრეწველო მიმართულებაში ჯერ არარსებულ ქართულ ჯიშებს. ნიშური პროდუქტის მოთხოვნა ბაზარზე არსებობს და ამითაც უზრუნველვყოფთ ჩვენს მომხმარებლებს. პრემიარულობა, რა თქმა უნდა, შეფუთვაშიც იქნება გამოსახული.

M:
 სად მოხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება?
ვფიქრობთ, რომ Georgian Sun სერიოზული პოპულარობით ისარგებლებს ე.წ. ჰორეკაში (რესტორნები, კაფეები, ბარები). უახლოეს პერიოდში, შეგიძლიათ, დააგემოვნოთ და შეიძინოთ ღვინო –  ქართული ხასიათით, „კარფურის“, „ნიკორას“, „ევროპროდუქტის“ ქსელებსა და  სხვა პრესტიჟულ ღვინის მაღაზიებში.[R]

როგორია ყველაზე მასშტაბური ქართული ფორუმი, დაარსებიდან 16 წლის შემდეგ? – Forum.ge

„SPAR“-ის 36-ე მაღაზია ჭავჭავაძეზე გაიხსნა