14
Jan
2015

ქართული ჩაის “სამაიას”-ს ახალი შეფუთვა

14 Jan 2015

ნოვოსიბირსკის სარეკლამო სტუდია “Hattomonkey”-მ ქართული ჩაი “სამაიას” შეფუთვის დიზაინზე იმუშავა.

დიზიანის შეკვეთა რუსულ ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით განხორციელდა. ჩაი “სამაია” შპს ”აგროფირმა ქობულეთს” ეკუთვნის, მათი და დიზაინერების აქცენტი ნატურალური პროდუქტის თემაზე შეჩერდა და შეფუთვაც შესაბამისად მცენარეების მონოქრომული ორნამენტებით დაფარეს.

“სამაიას” ლოგო ჩაის ჭიქაა, რომელზეც ორთქლს S-ის ფორმა აქვს. კრეატორები დარწმუნებულები არიან, რომ შუფუთვა სითბოს და სახლის კომფორტის ასოციაციას ქმნის.

მაშ ასე, ქართული ჩაის რუსული დიზაინი, რუსული ბაზრისთვის…

04_2_1000 05_2_1000 09_2_1000 03_2_1000 02_2_1000 01_2_1000

 

განხილვა