in

რაჭაში, სვანეთსა და ზემო იმერეთში ტურიზმის განვითარებისთვის, ევროპა, € 860 000-ს გამოყოფს 

ევროკავშირი, ავსტრია და შვედეთი, რაჭაში, სვანეთსა და ზემო იმერეთში ტურიზმის განვითარებისთვის, 860 000 ევროს გამოყოფს – მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ტურიზმის განვითარებისთვის საგრანტო კონკურსი უკვე გამოცხადდა. 

ეს პროგრამა TDI (ტურიზმის განვითარების ინიციატივა) პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა) ხორციელდება.

შერჩევის შემთხვევაში, თითო აპლიკანტი (1 ადამიანი ან გუნდი) მიიღებს 5 000-დან 50 000 ევრომდე გრანტს, საერთო ბიუჯეტის, მინიმუმ, 10%-იანი თანადაფინანსების პირობით.

TDI-ს ყველა აქტივობა 2022 წლის 30 სექტემბერს სრულდება. ამიტომ, საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს, მინიმუმ, 6 თვე და არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს.

მუნიციპალიტეტებში ტარდება შეხვედრები, სადაც მსურველები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით:

  • 10 ივლისი, 2020 – მესტიის მუნიციპალური ცენტრი, 09:30
  • 13 ივლისი, 2020 – ონის საზოგადოებრივი ცენტრი, 11:00
  • 14 ივლისი,2020 – ამბროლაურის მერია, 11:00
  • 15 ივლისი, 2020 – ცაგერის მუნიციპალური ცენტრი 11:00
  • 15 ივლისი, 2020 – ლენტეხის მუნიციპალური ცენტრი, 15:00
  • 16 ივლისი, 2020 – ტყიბულის მერია, 11:00
  • 17 ივლისი, 2020 – საჩხერის მერია, 11:00
  • 17 ივლისი, 2020 – ჭიათურის მერია, 15:00

სააპლიკაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 3 აგვისტო, 18:00 საათი (საქართველოს დრო). დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული.

„ბილაინის“ გამოცდილება – შიდა კომუნიკაციის როლი კომპანიის დისტანციურად მუშაობის პერიოდში 

iOS-ის მომხმარებლებისთვის Viber, Pinterest, TikTok, Tinder, თუ Spotify შეფერხებით მუშაობს და ეს Facebook-ის ბრალია