ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემიური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, – ნათქვამია დადგენილებაში.
დადგენილება ძალაში უკვე შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები], არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა.