in

ქართული ღვინო გინესის წიგნში შევიდა

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში, 8 000 წლის წინანდელ ქვევრში აღმოჩენილი ქიმიური ნალექი, როგორც უძველესი ღვინო, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია  მათ ფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

უფრო კონკრეტულად, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე (სოფ. იმირი, მარნეულის მუნიციპალიტეტი), ღვინით გაჟღენთილი ქვევრი და სხვა თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერთა თქმით, 8 000 წლის წინანდელია. მათზე ნაპოვნი ღვინის ნალექი ადასტურებს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.

კვლევის შედეგად, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულმა ტომებმა მეღვინეობა ჩვ.წ. აღ.-მდე 6 000 წელს დაიწყეს.

არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორია პატრიკ მაკგოვერნი, პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი. კვლევაში მონაწილეობდნენ სპეციალისტები საქართველოდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან, აშშ-დან და ისრაელიდან.

Formula 1-ის ახალი ლოგო ცნობილია!

NORTH FACE-ის ფილმი უშბაზე! თხილამურებით დაშვება მისტიკური მწვერვალიდან?