31
Oct
2018

რესტორნები ამერიკაში, სადაც ქართული ღვინის დალევა შეიძლება

31 Oct 2018

სად შეიძლება ამერიკაში ქართული ღვინის დალევა? ამის შესახებ საერთაშორისო კულინარიული ონლაინ ჟურნალი FoodAndWine წერს. მათი შეფასებით, ქართული ღვინის ასორტიმენტში მოიძებნება ნებისმიერი გემო, იმის მიუხედავად, რა ტიპის ასომატს ანიჭებთ უპირატესობას. FoodAndWine იმასაც უსვამს ხაზს, რომ საქარველოს აქვს ღვინის დაყენების 8000 წლიანი გამოცდილება, რის გამოც ის მსოფლიოს უძველეს ღვინის ქვეყნად ითვლება. უცხოენოვან მკითხველს, ჟურნალი სიამაყით უზიარებს ქართული ქვევრის კულტურასაც და გვაცნობს ადგილებს თავისუფლების ქვეყანაში, სადაც ქართული ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

Oda House, ნიუ-იორკი

მანჰეტენის აღმოსავლეთით მდებარე ეს რესტორანი სტუმრებს, ღვინის გარდა, ქართული სამზარეულოთიც უმასპინძლდება.

Supra, ვაშინგტონი

ქართულ გემოსა და ტრადიციებს, ღვინის, კერძებისა და პოეტური სადღეგრძელოების ჩათვლით, რესტორანი Supra ვაშინგტონელებს სთავაზობს.

À Côté, ოკლენდი

ოკლენდში მდებარე ამ რესტორანს ქართული წითელი ღვინის მთელი განყოფილება აქვს. “საფერავი” აქაურებისთვისაც ისევე ახლობელი სიტყვაა, როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის.

haley.henry, ბოსტონი

haley.henry ღვინის მოყვარულთა სამოთხეაო, გვიყვება FoodAndWine. რქაწითელი, ცოლიკაური და საფერავი – ქართული ღვინის არჩევანი აქ ნამდვილად არის.

Dame, პორტლენდი

რქაწითელი და ციცქა-ცოლიკაური აქაც სცოდნიათ.

The Ten Bells, ნიუ-იორკი

Compass Rose, ვაშინგტონი

მრავალფეროვანი საერთაშორისო სამზარეულო, ღვინის კოლექცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. როგორც ამბობენ, შეიძლება საკვების არჩევა გაგიჭირდეთ, მაგრამ ღვინის – არასოდეს.

Bisl Food, ბოზმენი

ეს რესტორანი შეფებმა დევი და კირსტ რაბინოვიჩებმა გახსნეს. ქართული ღვინის დაგემოვნება აქაც შეგიძლიათ.

Bar Norman, პორტლენდი

Bar Norman სამხრეთ პორტლენდშია. დამფუძნებელი დანა ფრანკი ღვინის დიდი მოყვარულია და განსაკუთრებულ უპირატესობას სწორედ ქართულ ღვინოს ანიჭებს.

Racines, ნიუ-იორკი

ეს რესტორანი სომელიეებმა არნო ტრონშემ და პასკალინ ლეპელტიემ დააფუძნეს. ამ რესტორანში, ღვინის 64 გვერდიან ჩამონათვალში, ქართულ ღვინოებსაც იპოვით.

წყარო: foodandwine.com

განხილვა