in

„თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე?“ – “Washington Post“ ქართულ რქაწითელზე წერს

ამერიკული გამოცემა “The Washington Post“  ქართული ღვინის მარსზე მოყვანასა და IX Millennium-ზე წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, ქართველი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, იმის დასადგენად, რომელი ჯიშის ვაზი გაიხარებს ე.წ. წითელ პლანეტაზე ანუ მარსზე.

 

„მათ უნდა დაადგინონ, რომელი ყურძნის ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარიშხალს და გარემოს სხვა გამოწვევებს. ვინ არ ისურვებდა მარსული ღვინით სავსე ჭიქას, ახალ პლანეტაზე, ახალ წელს რომ შეხვდება?“, – ნათქვამია წერილში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, მეცნიერების აზრით, წითელი პლანეტის კლიმატს თეთრი ფერის ყურძენი უკეთ გაუძლებს. ამიტომ, მარსზე მოსაშენებლად ერთ-ერთ ვერსიად რქაწითელი განიხილება, რომლის კანიც, მარსის მტვრის ქარიშხლებს ადვილად გაუძლებს.

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და როგორც სტატიაშია ნათქვამია, მარსზე მოსაშენებლად საუკეთესო ყურძნის ჯიშს, მკვლევარები 2022 წლისთვის დაადგენენ.

“The Washington Post“-ის ინფორმაციით, ამ პროექტში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან  ჩართულები. 2019 წელს კი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში პირველი ვერტიკალური მეურნეობა შეიქმნება.

„ეს ადამიანის მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს და მცენარეების მოსაყვანად მზის სინათლე არაა საჭირო. შესაძლოა, სწორედ ასეთ გარემოში მოყვანილმა მცენარეებმა გაიხარონ მარსის კოლონიაში“, – წერს გამოცემა.

 

10 ნიშანი, რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობთ

მანქანა – რობოტი, რომელიც კედელზე ადის