in

ქართული ღვინის დეგუსტაცია დუბლინში 

დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია – დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ორ ნაწილად იყო დაყოფილი: მასტერკლასი, პრეზენტაცია და მას ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, სომელიეები, სარესტორნო თუ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოს კი ოფიციალური მიღება გაიმართა. პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს  ორგანიზებით ჩატარდა.

BOG
BOG

„სტუმრებს, ქართული მევენახეობა – მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია, ქვევრის ღვინის უნიკალურობა და ღვინის დაყენების ქართული ტრადიციები გააცნეს. ქართულმა ღვინომ ირლანდიელების დიდი მოწონება დაიმსახურა. მიღების მსვლელობისას ნაჩვენები იყო სამეცნიერო – დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“. პარალელურად, გავრცელდა საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა და სუვენირები“.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ პროფესიონალების აზრით, ქართული ღვინის მორიგი სადეგუსტაციო ღონისძიება დუბლინში სასურველ შედეგს მოიტანს:

„გაიზრდება ინტერესი ქართული ღვინისადმი, იმ ფონზე, როდესაც საქართველო – ირლანდიას შორის გაღრმავდა ბიზნეს კონტაქტები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება“.

“ბილაინი” საქართველოს კანის ახალგაზრდული კონკურის მხარდამჭერია

როგორ ვკონცენტრირდეთ? ანუ ნოტიფიკაციების მავნე ზემოქმედება