6
Feb
2019

UNESCO-მ კოლხური ტყეები შესაძლოა მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად გამოაცხადოს

6 Feb 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობით, კოლხური ტყეები და წყალჭარბი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს. დოკუმენტაციის შესაბამისად, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტად წარდგენილია მტირალას, კოლხეთის, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საველე სამუშაოები. ადგილზე შეისწავლა ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება, ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ამ მიმართულებით არსებული პროგრესისა და სამომავლო გეგმების განხილვას. პროცესში ჩართულნი იყვნენ დაინტერესებული პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, ექსპერტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

განხილვა