4
Jun
2019

3 ქართული კამპანია, 10 კატეგორია და 13 დღე Cannes Lions 2019-ის მთავარ ბრძოლამდე

4 Jun 2019

17-21 ივნისს, საქართველო მსოფლიო კრეატიული მოვლენის –  Cannes Lions 2019-ის ნაწილი უკვე მეექვსედ გახდება და კიდევ ერთხელ შეეცდება, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ჯილდოს – ოქროს ლომის მოპოვებას.

საქართველოდან, გარდა გამარჯვებული 10 ყმაწვილლომისა, ქვეყნის სახელით, 2 სააგენტო: Leavingstone და Watergunz და ქართული აქსესუარების ბრენდი, Giovanni Morra იბრძოლებს, ჯამში, 3 ნამუშევრით, 10 ქვეკატეგორიაში გასამარჯვებლად.

კანის კრეატიული ფესტივალი ადგილია, სადაც ბრენდებს, სააგენტოებს, მედიაკომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, აღმოაჩინონ, როგორ შეიძლება კრეატიული მარკეტინგის დახმარებით, ადამიანებსა და პროცესებზე მაქსიმალური ზეგავლენის მოხდენა, – ვკითხულობთ CannesLions-ის ვებგვერდზე.

წელს, „ლივინგსტონიციფრული კატეგორიის რჩეული ლომების: ემილი ქორიძისა და მურთაზ ფურცხვანიძის ასპარეზობის გარდა, Fox/MagtiTV-სთვის შექმნილი Working Dead-ითაც შეეცდება მსოფლიო პირველობის მოპოვებას – Film-ის ქვეკატეგორია Online Film-ში.

რაც შეეხება სააგენტო Watergunz-ს, ვიდეორგოლით, „გულგრილობის ხმა“ შანსი აქვს, ორი სხვადასხვა კატეგორიის სამ ქვეკატეგორიაში მოიპოვოს საუკეთესო ნამუშევრის სტატუსი და შესაბამისად, ოქროს ლომი.

Direct კატეგორიაში: Corporate Social Responsibility (CSR)/ Corporate Image;
Social Behaviour and Cultural Insight.
PR კატეგორიაში – Public Affairs and Lobbying.


Giovanni Morra-ს ანტისაოკუპაციო საპასპორტეების კამპანია 3 კატეგორიის 6 ქვეკატეგორიაში იბრძოლებს:
Design კატეგორია: Communication Design (3 ქვეკატეგორია);
PR კატეგორია: Reach (2 ქვეკატეგორია);
Sustainable Development Goals კატეგორია: Good

გასულ წელს, 2 სააგენტო: BRID და Redberry 3 ნამუშევრით, 8 სხვადასხვა ქვეკატეგორიაში იბრძოდნენ გამარჯვებისთვის.

წელს, უფრო მეტი სააგენტო/ბრენდით ვართ წარმოდგენილები და ისღა დაგვრჩენია, იმ ადამიანებსა და მათ ნამუშევრებს ვუგულშემატკივროთ, რომლებიც ყოველ წელს, მსოფლიო კრეატიულ რუკაზე მონიშვნაში გვეხმარებიან.

განხილვა