in

ქართველი YouTube-ერების ოჯახმა ტანსაცმლის ბრენდი squad. შექმნა

Startauperi
Startauperi

ქართულ YouTube სამყაროში მათ სახელებს კარგად იცნობენ. გიორგი დანელია და თეონა ჩაჩუა საკუთარი YouTube არხების საშუალებით, ათიათასობით ადამიანს ესაუბრებიან. ახლა კი, მათ მომდევნო წამოწყებას – ტანსაცმლის ბრენდ squad.-ს გაგაცნობთ, რომლის საშუალებით, დამფუძნებლებს მომხმარებლებისთვის, თავისუფალი და განსხვავებული სამოსის გარდა, ცხოვრების სტილისა და დადებითი განწყობის გაზიარება სურთ. YouTube-ერების ოჯახურმა სტარტაპმა ფუნქციონირება დღეიდან დაიწყო და მომხმარებლებს squad.-ის დიზაინით შექმნილი ჰუდების შეძენა ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ.

M: როგორც წარმატებულ ინფლუენსერებს, ბევრნაირი მიმართულების საქმის წამოწყება შეგიძლიათ. რატომ ჰუდები და რატომ სწორედ ახლა?

თეონა ჩაჩუა: ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენი ყოველდღიურობა ძალიან დატვირთულია, შესაბამისად, თავიდან, როგორც მომხმარებლებს ისე გაგვიჩნდა მოთხოვნა კომფორტულ ტანისამოსზე. ჩვენ გვჯერა რომ სამოსის მარტივად შერჩევასა და ოვერსაიზდ ტანსაცმლის ტარებას ჩვენს ქაოტურ ცხოვრებაში სიმშვიდე და პროდუქტიულობა მოაქვს. მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში. ბევრი საერთაშორისო ბრენდი მოგვწონდა ამ მიმართულებით, თუმცა საქართველოში ჩვენი გემოვნების ვერაფერი ვიპოვეთ. საბოლოოდ ჩვენითვე გადავწყვიტეთ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება და შევქმენით squad.

M: რას გულისხმობს squad.-ის კონცეფცია და რას გამოხატავს, როგორც ბრენდი?

squad. easy-to-wear ბრენდია, რომელიც ეფუძნება თანამედროვე კომფორტის იდეას. გვსურს, გავუმარტივოთ და გავუხალისოთ ადამიანებს ყოველდღიურობა, რათა მათ შეძლონ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნების მიღება. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ერთდროულად მოსახერხებელ და თანამედროვე დიზაინებზე და ვქმნით მაღალი ხარისხის, უნიკალური ფორმისა და ფერების Oversized უნისექს ტანსაცმელს. დიდი ზომა მეტ თავისუფლებასა და კომფორტს ნიშნავს. ეს არის კიდეც ჩვენი მთავარი ღირებულება – კომფორტი საკუთარ თავთან და ურთიერთობებში. გვსურს, განვავითაროთ ნამდვილი ურთიერთობები, რომლებსაც მოაქვს ხალისი და ბედნიერება.
ჩვენს სურვილებსა და ფასეულობებს მთლიანად იტევს ჩვენი სახელი. squad. არის კავშირი. ერთიანობა.
squad. არის კომფორტი. თავისუფლება. მრავალფეროვანი ყოველდღიურობა. მარტივად.

M: როგორ აპირებთ იყოთ გამორჩეული ტანსაცმლის ბაზარზე, რომელზეც ჰუდების მრავალფეროვანი არჩევანია?

ჩვენი საბოლოო პროდუქტი მივიღეთ დიზაინზე ხანგრძლივი მუშაობის შედეგად. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ბაზარზე შექმნილი მორიგი ჰუდი – squad.-ს აქვს უნიკალური ფორმა და განსხვავებული ფერები. ამასთან ვუწევთ პოპულარიზაციას Oversized მოდას, რომელიც არც თუ ისე გავრცელებულია ჩვენ გარშემო. სწორედ დიდი ზომის, კომფორტული და დახვეწილი დიზაინები იქნება ჩვენი კონკურენტული უპირატესობა.

M: ვისთვისაა squad. და როგორ გეგმავთ სამიზნე სეგმენტის ათვისებას?

ჩვენს მომხმარებელს არ ვზღუდავთ კონკრეტული ასაკით, საქმიანობითა თუ ცხოვრების სტილით. პირიქით, ჩვენი ხიბლი ზუსტად ამაში მდგომარეობს – ვართ უნისექსი, ოვერსაიზი, შესაფერისი ნებისმიერი სიტუაციისა და ადამიანისთვის. ვართ ერთად და ვაფასებთ ერთმანეთის განსხვავებულობას. მთავარი, რაც ჩვენს მომხმარებლებს აერთიანებს კომფორტულად ყოფნისა და თანამედროვეობის სურვილია.

ჩვენი პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი. ვართ მთლიანად ციფრულები – პროდუქციას ვყიდით საიტზე და ძალიან ვაქტიურობთ ციფრული მიმართულებით. გვინდა, მუდმივად რელევანტური და საინტერესო კონტენტით ავითვისოთ ყველა სოციალური ქსელი და გავხდეთ ახალი თაობის ბრენდი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ევროპის ყველაზე დიდ ვერტიკალურ ფერმაში რობოტები იმუშავებენ

იმისათვის, რომ დაინახო მომავალი, შეხედე Netflix-ს