17
ივნ
2016

კონკურსმა “ქართული-ა” გამარჯვებულები გამოავლინა! ყველა ნომინაცია და ნამუშევარი მარკეტერზე!

17 ივნ 2016

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული შრიფტების კონკურსის „ქართული – ა“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.   კონკურსი „ქართული – ა“ დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება და მისი მხარდამჭერები არიან პროექტი #წერექართულად და თიბისი ბანკი. ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობის ადაპტირება თანამედროვე სამყაროსთან, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გამარჯვებულები 7 ნომინციაში დასახელდა. კონკურსში „ქართული – ა“ გამარჯვებული შრიფტები გაციფრულდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

mBank

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, სულ დარეგისტრირდა 160 ნამუშევარი.
თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლო, თუმცა მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში წარედგინათ. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ დიზაინერები – ზვიად ციკოლია, ლადო კობახიძე, კახაბერ ბოჭორიშვილი; გრაფიკური დიზაინერი – მანანა არაბული და მხატვარ-დიზაინერი მალხაზ იაშვილი, საუკეთესო ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა. თითოეულ ნამუშევარს მინიჭებული ჰქონდა უნიკალური შტრიხკოდი და შეფასების პროცესში ჟიურის წევრებისთვის ავტორების ვინაობა უცნობი იყო.

თოთოეულ ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც თიბისი ბანკმა ფულადი პრიზები, პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს – 2000 ლარი, მეორე ადგილზე გასულს კი 1000 ლარი გადასცა. გამარჯვებულები ასევე დასაჩუქრდნენ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ წიგნებით.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

თანამედროვე – ა (თანამედროვე, დახვეწილი შრიფტი);
პირველი ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი

თანამედროვე ა - ზურაბ მიმინოშვილი

მეორე ადგილი – ნანა შიხაშვილი
თანამედროვე ა - ნინა შიხაშვილი
გაკრული – ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);
პირველი ადგილი – გიორგი ახუაშვილი

გიორგი ახუაშვილი
მეორე ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი

ზურა მიმინოშვილი - გაკრული ა

ადაპტირებული – ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);
პირველი ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი

მიმინოშვილი - ადაპტირებული ა
მეორე ადგილი – დათო ხარაშვილი

დავით ხარაშვილი - ადაპტირებული ააკადემიური – ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);
პირველი ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი

აკადემიური ა - ზურა მიმინოშვილი
მეორე ადგილი – მერაბ გეწაძე

აკადემიური ა - მერაბ გეწაძე
მხატვრული – ა (მხატვრული შრიფტი);
პირველი ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი

ზურაბ მიმინოშვილი - მხატვრული ამეორე ადგილი – ნინო მეგრელიძე

ნინო მეგრელიძე - მხატვრული ა ტექნიკური – ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);
პირველი ადგილი – ნინო მეგრელიძე

ტექნიკური ა - ნინო მეგრელიძემეორე ადგილი – მექი გიორგაძე

მექი გიორგაძე
ფუტურისტული – ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)
პირველი ადგილი – ია დარახველიძე

ფუტურისტული ა - ია დარახველიძე
მეორე ადგილი – ჯუმბერ ბეჭვაია

ჯუმბერ ბეჭვაია



განხილვა