in

ქართველები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იბრძოლებენ

ქართველი კონკურსანტები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IOI-ზე გაემგზავრნენ. პირველად ღონისძიება 1989 წელს გაიმართა, წელს კი რიგით 31-ე ოლიმპიადა ტარდება. შეჯიბრში, ყოველწლიურად, 80 ქვეყანა მონაწილეობს.

IOI-ის ღონისძიება სკოლის მოწაფეებისთვის ყოველწლიურად ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, კომპიუტერული მეცნიერებისა და საგანმანათლებლო სფეროში“.

ოლიმპიადაზე, საქართველოდან გუნდი გიორგი მანდარიასა და ზაზა გამეზარდაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. გუნდის შემადგენლობაში არიან: ბაქარი გამეზარდაშვილი, დავით ხვედელიძე, ნიკოლოზ ბირკაძე და თეიმურაზ თოლორაია. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბირკაძე კონკურსის შარშანდელი გამარჯვებულია და ოქროს მედალი აქვს აღებული.

ინფორმატიკის ოლიმპიადა ორ დღიანია და კონკურსანტებს ევალებათ, რომ ამ დროის განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად ამოხსნან რამდენიმე ალგორითმული ამოცანა.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას, წელს, 4-11 აგვისტოს ჩათვლით, ბაქო უმასპინძლებს. ოლიმპიადის საერთაშორისო პარტნიორი და სპონსორია კომპანია Acer.

„უკვე მეოთხე წელია, რაც Acer-ის მიერ წარმოებული ნოუთბუქები იმარჯვებს საქართველოს სკოლებში, პირველკლასელების კომპიუტერით აღჭურვის საგანმანათლებლო პროექტში.

Acer-მა, IOI-ის კონკურსისთვის 450 ცალი Acer Aspire 3 ნოუთბუქი გამოჰყო, რაც კონკურსანტებს გაუადვილებს პროცესს ალგორითმებზე მუშაობის ეფექტური გზით გადაჭრისათვის.

Acer და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ცდილობენ, გააღვივონ სკოლის ასაკის ბავშვების ინტერესი ინფორმატიკაში და წაახალისონ ნიჭიერი ახალგაზრდები. Acer-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, გრიგორ ნიზოვსკი ამბობს: „მთელი კომპანია ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში ვიღებთ მონაწილეობას. ეს ეხმარება ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც მომავალში ლიდერები გახდებიან“. მან პირადად გაიცნო საქართველოს წარმომადგენელი გუნდი და უსურვა გამარჯვება 2019 წლის ოლიმპიადაზე“.

[R]

ბელარუსში, ექსპორტისთვის, „ქართული სახლი“ იხსნება

როგორ ჩაიარა Ladurée-ს ტერასის გახსნამ?