in

ქართველებს საფრანგეთში ლეგალურად მუშაობა შეეძლებათ

საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის “კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ გაფორმდა შეთანხმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეთანხმება, საფრანგეთში დასაქმების მიზნით, დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში.

BOG
BOG

 

ხელშეკრულების ფარგლებში რეგულირდება ბინადრობის მოწმობის ვადები, ასევე სამუშაო ადგილის  კვოტები. წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც  საფრანგეთის, ისე  საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო  ყველა სხვა კატეგორიაზე, საერთო ჯამში, 500 კვოტა.

პარალელურად, ფრანგული და ქართული  მხარეები  განაგრძობენ მუშაობას შემდეგ საკითხებზე: საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და  სხვა ტექნიკური საკითხები.

სტაფილო კევინის ოჯახი დაბრუნდა – Aldi-ის საშობაო ვიდეო

ევროკავშირი აჭარის სოფლის განვითარებისთვის