სუპერმარკეტების ქსელ „ჯორჯიტას“ მომხმარებლებს უკვე სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ შეიძინონ ევროპაში ცნობილი ბრენდების საკვები პროდუქცია, საოჯახო ქიმია და ჰიგიენური საშუალებები. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიტა“ ავრცელებს. ახალი ონლაინ სუპერმარკეტი Georgita.ge „ევროლაინისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტის შედეგია. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, Georgita.ge უმაღლეს ხარისხს, მუდმივ ფასდაკლებასა და მიწოდების სწრაფ სერვისს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
ვთავაზობთ მუდმივ, 5%-იან, ფასდაკლებას პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. დღეიდან, ეწვიეთ ვებგვერდს, georgita.ge და ონლაინ კალათაში საუკეთესო ფასად მოათავსეთ ფრანგული და იტალიური მცენარეული ზეთი, ხელნაკეთი მაკარონი, გენუის ტრადიციული პესტო თუ ზღვის უნიკალური მარილი. მათთვის, ვინც მაღალი ხარისხის უგლუტენო პროდუქციას ეძებს, Dr.Schär- ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა ახლა უკვე ჯორჯიტას ონლაინ დახლებზეა! წამყვანი ევროპული ბრენდების ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტები, ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული სხეულის მოვლის ჰიგიენური საშუალებები, უნიკალური იტალიური საპნის “Nesti Dante” -ს გამორჩეული კოლექცია და ბევრი სრულიად ახალი პროდუქტი უკვე ინტერნეტ სივრცეში ელის ერთგულ მომხმარებლებს“, – აცხადებენ „ჯორჯიტაში“.
სუპერმარკეტი „ჯორჯიტას“ ისტორია 17 წელს ითვლის. პირველი ევროპული სუპერმარკეტი საქართველოში 2001 წელს, იტალიელი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. კომპანიის სახელწოდება – „ჯორჯიტა“ სწორედ აქედან გამომდინარეობს – „ჯორჯია“ და „იტალია“. ამჟამად, „ჯორჯიტას“ სუპერმარკეტების ქსელი თბილისის მასშტაბით 3 სუპერმარკეტს ფლობს: ა.წერეთელი გამზ. N.116, ს.ცინცაძის N.26 , ო.თაქთაქიშვილის N.12/12ა (ყოფ. რიგის ქუჩა). როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნოემბრის ბოლოს კიდევ ერთი „ჯორჯიტას“ სუპერმარკეტი, ვაკეში, შროშის #2-ში გაიხსნება.
[R]