მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ინტერნეტ საკანცელარიო მაღაზია Geosm-ის კრეატიულ რეკლამას და ინტერვიუს კომპანიის დირექტორთან – თემო ახობაძესთან:
M: როდის გაჩნდა ინტერნეტ საკანცელარიო მაღაზიის შექმნის იდეა?
იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მისი პირველადი სახით განხორციელება კი 2010 წელს მოხდა. შემდგომ მოხდა ამ პროექტის დახვეწა ტექნიკურად. ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
M: რას მიიჩნევთ ინტერნეტ საკანცელარიო მაღაზიის კონკურენტულ უპირატესობად? რატომ აირჩევს მომხმარებელი ამ სერვისს და არა მაგალითად ქუჩის მაღაზიას?
‘’დრო“- ალბად ეს არის ის მთავარი ფაქტორი რაც აჩენს მოთხოვნას ამგვარი აუცილებლობისა. იმ პერიოდისათვის საქართველოს ბაზარზე არსებობდა საკანცელარიო სფეროში რამოდენიმე ინტერნეტ მაღაზია, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არცერთი მათთაგანი სრულად არ აკმაყოფილებდა მომხარებლის მოთხოვნებს. იყო მწირი ასორტიმენტი, საკმაოდ მაღალი ფასები და ა.შ.
არადა მოთხოვნა იყო აშკარად მზარდი. საკანცელარიო ნივთების ასარჩევად ნებისმიერ რეალურ მაღაზიაში იხარჯება საკმაოდ დიდი დრო. საიტზე კი ოფისიდან გაუსვლელად შესაძლებელია პროდუქციის მიზნობრივად შერჩევა და თან ამას თუ ახლავს ადგილზე უფასოდ მიწოდების სერვისი, საერთო ჯამში აქ შეკვეთის განთავსება საკმაოდ მომხიბვლელი ხდება.
M: გადაიღეთ ძალიან საინტერესო და კრეატიული ვიდეორგოლი, ვინ იმუშავა პროექტზე და რა მიზანს ემსახურება იგი?
ამ რგოლზე იმუშავა სარეკლამო სააგენტო „Sphinx Brothers“-მა. თავიდან სწორედ მათ შემოგვთავაზეს აღნიშნული პროექტი. ძალიან საინტერესო იყო მათი თანამედროვე და კრეატიული ხედვა. ჩვენ მივენდეთ მათ და არ დაგიმალავთ, შედეგით კმაყოფილები ვართ.