in

GEOX — წლის საუკეთესო ფეხსაცმლის ბრენდი საქართველოში – Golden Brand 2024-ის გამარჯვებული

გასული წელი GEOX-ისთვის განსაკუთრებული აღიარების მომტანი აღმოჩნდა — 14 ივნისს Golden Brand-ის რიგით მე-20, საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე, ნომინაციაში „წლის ფეხსაცმლის ბრენდი“- გამარჯვებულად GEOX დასახელდა.

„ოქროს ბრენდის“ ტიტულს საქართველოში უკვე წლებია ენდობიან როგორც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ისე მომხმარებლები. გამარჯვებულებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან ბრენდს შორის ირჩევენ, წლის განმავლობაში მათ მიერ შესრულებული საქმიანობის, მარკეტინგული აქტივობებისა და ხარისხის საფუძველზე.

პროცესი მოიცავს როგორც საჯარო კითხვარს, ისე ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებებს. რესპონდენტები იმ ბრენდს ასახელებენ, რომელსაც ყველაზე ხშირად ანიჭებენ უპირატესობას, ემყარებიან გამოცდილებას და თამამად ურჩევენ სხვებსაც.

GEOX იტალიური სტილის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ყოველდღიური კომფორტის უნიკალურ ნაზავს წარმოადგენს. ჰაერგამტარი, წყალგაუმტარი, ორთოპედიულად კომფორტული კონსტრუქცია და თანამედროვე დიზაინი მას ცხოვრების აქტიური სტილის შეუცვლელ ნაწილად აქცევს — როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

GEOX ქართულ ბაზარზე 2007 წელს ICR Trade-ის დამსახურებით შემოვიდა. მაღალი ხარისხისა და ევროპული სტანდარტის მოთხოვნაზე დაფუძნებულმა ხედვამ ბრენდი მალევე აქცია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად. დღეს GEOX ხელმისაწვდომია როგორც თბილისსა და ბათუმში მდებარე მაღაზიებში, ასევე ონლაინ, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამ აღიარების მიღმა არა მხოლოდ კომფორტი და ხარისხი, არამედ ბრენდის ღირებულებებიც დგას — გარემოსადმი პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ზრუნვა და განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია. სწორედ ამ პრინციპების მიმართ ერთგულებამ და, ასევე, ICR Trade-ის მტკიცე მხარდაჭერამ განაპირობა GEOX-ის წარმატება ქართულ ბაზარზე.

კომპანია, რომელმაც თითქმის ორი ათწლეულის წინ ქართველ მომხმარებელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ფეხსაცმლის ბრენდი გააცნო, დღესაც უზრუნველყოფს მის მაღალი სტანდარტით წარმოდგენას, ხელმისაწვდომობასა და უწყვეტ განვითარებას. Golden Brand-ის ტიტული ამ საერთო ძალისხმევის მკაფიო აღიარებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს GEOX-ის უპირატესობასა და სანდოობას საქართველოში.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შეიქმნა შოკოლადი სამკუთხედი ფორმით – Toblerone

სტუდიო ლიბერთი Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია