მაღაზიათა ქსელი „ბამბინო“, უკვე წლებია რაც პატარებს ანებივრებს კომფორტული, მაღალხარისხიანი და თანამედროვე სტილის ფეხსაცმელით.
სწორედ “ბამბინო”-ს ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველასათვის კარგად ცნობილი, ორთოპედების მიერ რეკომენდირებული და აღიარებული იტალიური ბრენდი „Geox”.
მშობლები უკვე ათწლეულებია მიმართავენ მაღალი ხარისხის, მოდური, მიმზიდველი საბავშვო ფეხსაცმლის ამ ცნობილ ბრენდს და მათი არჩევანის სისწორეში სტატიის წაკითხვისთანავე თავად დარწმუნდებით.
„GEOX“-ის მთავარი მიზანია ფეხს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი.
ბრენდი, მრავალწლიანი ისტორიით, გვთავაზობს უნიკალური ტექნოლოგიებით წარმოებულ მოდელებს, რომლის ძირიც სუნთქავს და წყალგაუმტარია, ხოლო მისი ანატომიური აგებულება მიმართულია იმისკენ, რომ თქვენი პატარას ფეხის ტერფი განვითარდეს სწორად, სამომავლოდ კი თავიდან აცილებული იქნას არასწორი განვითარებისგან გამოწვეული დისკომფორტი და სხვადასხვა პრობლემები, რადგან იგი არის ორთოპედიული აგებულების. „GEOX“-ის ფეხსაცმელები არის მარტივად მოსარგები, ვინაიდან მისი შესაკრავი სისტემა იხსნება ბოლომდე; ასევე სპეციალური მასალიდან გამომდინარე, ძირი არ სრიალებს და მყარად ეჭიდება ზედაპირს, ფეხსაცმლის შესაკრავთან გამოყენებული მეტალი კი უჟანგავია და არ შეიცავს საშიშ ნივთიერებებს.
მშობლებისთვის ხშირ პრობლემას წარმოადგენს ბავშვისთვის ფეხსაცმლის სწორი ზომის შერჩევა, Geox-ის ლანჩებს კი გააჩნია ზომის განმსაზღვრელი თარგი,რომლის ფეხსაცმლიდან ამოღებაც შესაძლებელია და ამ კუთხით შეცდომის დაშვებისგან ეს ფაქტი მაქსიმალურად დააზღვევს მშობელს.
ზემოთხსენებული ბრენდის უნიკალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, „Geox“-ის ფეხსაცმელი წარმოადგენს საუკეთესო ვარიანტს თქვენი ბავშვისთვის, ფეხის ადგმის პერიოდიდან ზრდასრული ასაკის ჩათვლით. რადგან სწორად შერჩეული ფეხსაცმელი მნიშვნელოვანია როგორც სწორი ტერფის ჩამოყალიბებისთვის ასევე ზრდასრულ ასაკში დატვირთული დღეების შესამსუბუქებლად.
Geox – თანამედროვე დიზაინი, მშვენიერი ფერები და პრემიუმ მასალები.
[R]