in

GEOX – როდესაც სტილი, ინოვაცია და კომფორტი განუყოფელია

GEOX მუდმივად ზრუნავს წარმოების ინოვაციური ცილკლის განვითარებაზე და ყოველ წელს, ფეხსაცმლისა თუ ტანსაცმლის ახალ-ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობს.

კოლექციები, რომელსაც ბრენდი ქმნის, აქტიურად აერთიანებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და მოდის უახლეს ტრენდებს. დიდი ყურადღება ექცევა დეტალებს და მათი მიგნებები, მუდამ ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული. GEOX -ის ფეხსაცმელი ერთდროულად ტრენდული, ლამაზი, ინოვაციური და კომფორტულია.

ყოველი ფეხსაცმლის ძირში დატანებული მემბრანა განაპირობებს იმას, რომ ფეხი მთელი დღის განმავლობაში სუნთქავს და ამასთან, წყალგაუმტარი სტრუქტურის გამო, ნებისმიერ ამინდში შესაძლებელია ფეხის სიმშრალის შენარჩუნება. წვიმიან და ქარიან ამინდშიც, გარანტირებულია სრული დაცულობა და კომფორტი.

GEOX-ის ფეხსაცმელები, იდეალურადაა მორგებული ტერფზე, დამატებითი ამორტიზაცია, სიმსუბუქე და ტენიანობის კონტროლი უზრუნველყოფს მომხმარებლების ლოალობას და სიყვარულს ბრენდის მიმართ.

საბავშვო ხაზიც, ასევე აერთიანებს სტილსა და კომფორტს. თანამედროვე დიზაინით, ცოცხალი ფერებითა და პრემიუმ მასალებით გამორჩეულ ფეხსაცმელს, ჰაერის ცირკელაციის გარდა,
ბავშვის ზრდადი ტერფის საჭიროებებზე დაფუძნებული დრეკადი წინა მხარე უზრუნველყოფს მოძრაობის თავისუფლებას. ხოლო მყარი ქუსლის ნაწილი კი – ტერფის სწორად განვითარების გარანტიას იძლევა.

აქ ყოველი წარმოებული ნივთი ერთდროულად პასუხობს დიზაინისა და კომფორტის მოთხოვნებს. რადგან GEOX-ის გუნდში მტკიცედ სწამთ, რომ კომფორტი და სტილი განუყოფელია. სწორედ ამ თვისების წყალობით ბრენდის მომხმარებელი მუდამ კომფორტულად გრძნობს თავს და მატებს თავდაჯერებულობას.

[R]

რა კავშირი აქვს ენდი უორჰოლს სიგარეტის პირველ ბრენდთან?

მარსის როვერმა პლანეტაზე უძველესი ოკეანის სანაპიროს მიაგნო