ხელნაკეთი აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ბრენდი Gepherrini, მალე, Amazon-ზე სრულ ასორტიმენტს გაყიდის. პირველად ბრენდის პროდუქცია, საერთაშორისო პლატფორმაზე, წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა. დამფუძნებლის ილია გეფერიძის თქმით, ახალი ხელშეკრულება, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გააფორმეს.

„ Amazon-ზე, აქამდე, Gepherrini-ის მხოლოდ 5 სახეობის ჩანთა იყიდებოდა, ახლა კი სრულ ასორტიმენტზე გავაფორმეთ ხელშეკრულება. პლატფორმაზე, თებერვლიდან, ჩვენი ბრენდის აქსესუარები, საფულეები, ქამრები, ჩანთები და ფეხსაცმელები გაიყიდება. სრულ პროდუქციას, „ამაზონის“ მომხმარებელს, 2019 წლის ბოლომდე წარვუდგენთ“, – ამბობს ილია გეფერიძე.
Gepherrini MC 2014 წელს შეიქმნა. დღეს, თბილისში ბრენდის ორი მაღაზიაა. მათი პროდუქცია იყიდება ამერიკაში, შვეიცარიაში, შვედეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში.