in

მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო „ჯეპრას” 2017 წლის სტრატეგიული შეხვედრა და ახალი ბიზნეს მოდელი

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ქართული კომპანია „ჯეპრა” უკვე 15 წელია საკომუნიკაციო ბაზარზეა. ორგანიზაციამ 2017 წლის სტრატეგიული შეხვედრა 2 ივლისს გამართა, სადაც ახალი ოპერირების მეთოდიკა – ბიზნეს მოდელი შეარჩია. აღნიშნული ფაქტი „ჯეპრას” განვითარების ახალი საფეხური და გამოწვევაა თითოეული თანამშრომლისათვის. კომპანიის ცნობით, ახალი ბიზნეს მოდელის გამოყენებით, დამკვეთ ორგანიზაციებს უფრო მეტი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, შეხვედრაზე ცნობილი გახდა ორი ახალი უფროსი კონსულტანტის ვინაობა. რას უკავშირდება ბიზნეს მოდელის ცვლილება, როგორ შეფასდა შეხვედრაზე გასული სამუშაო წელი და რა იგეგმება სამომავლოდ – ამ კითხვებზე მარკეტერს „ჯეპრას” დირექტორმა – ეკა ჟვანიამ უპასუხა:

bog
bog-mob

 

ეკა ჟვანია

„შეხვედრამ ძალიან პროდუქტილად ჩაიარა. საკმაოდ დიდი ხანია რაც ამ დღისთვის ვემზადებით, დაახლოებით 2 თვეა წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ვსწავლობდით მოდელებს, ვფიქრობდით სამომავლო გეგმებზე და ბიზნეს მოდელებიდან, საბოლოოდ, 55 შეირჩა, ისინი შეხვედრისას გავარჩიეთ. შევჯერდით ერთ ჰიბრიდულ და ძალიან საინტერესო მოდელზე. ეს არის გუშინდელი დღის – პროდუქტიული გუნდური მუშაობის შედეგი. გასული წელი იყო ნაყოფიერი, საინტერესო, გავხდით საკომუნიკაციო სააგენტო „კეტჩამ მასლოვის“- ერთ-ერთი უმსხვილესი და დივერსიფიცირებული საერთაშორისო პიარ სააგენტოს პარტნიორი. მომავალი წელი ბევრ სიახლეს მოიტანს. ბიზნეს მოდელის ცვლილება არის დაკავშირებული იმასთან, რომ კომპანია იზრდება და ბევრად უფრო დიდ გეგმებს ვეჭიდებით და ვფიქრობთ, რომ ცვლილება არის საჭირო, იმისათვის, რომ ბევრად განახლებული და ძლიერი კომპანია მივიღოთ. გასული წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით და მისი განხილვის გზით, ახალი განვითარების გეგმა დავსახეთ. შერჩეულ ბიზნეს მოდელზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, ჯერჯერობით, „დრაფტის” ეტაპზე ვართ. კიდევ ერთი თვის განმავლობაში დავამუშავებთ, რის შემდეგაც ამ ოპერირების მეთოდიკაზე დაყრდნობით იმუშავებს „ჯეპრა”. გარდა ამისა, შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ორი უფროსი კონსულტანტი შეემატა ჩვენს გუნდს – ქეთევან გალუმაშვილი და თინათინ სამყურაშვილი, ეს დაწინაურება არის ძალიან დიდი შრომის შედეგი, რომელიც მათ გაწიეს ჩვენი კომპანიის ფარგლებში.” – ეკა ჟვანია, ჯეპრას დირექტორი

 

როგორია დაწინაურებული კონსულტანტების გამოცდილება, რომელი პროექტების განხორციელებაში იღებდნენ მონაწილეობას ისინი გასული წლის განმავლობაში და რა მოვალეობებს მოიცავს უფროსი კონსულტანტის თანამდებობა „ჯეპრაში” – ამ კითხვებით ჯეპრას უფროს კონსულტანტებს – ქეთევან გალუმაშვილსა და თინათინ სამყურაშვილს მივმართეთ:

M: როგორია ჯეპრაში თქვენი მუშაობის გამოცდილება?

თინათინი: „ჯეპრაში” ვმუშაობ 2009 წლის იანვრიდან, 20 წლის ვიყავი, რომ მოვედი. 2008 წლის სექტემბერში გავიარე “ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების“ კურსი პიარსკოლაში, რომელიც არის ჯეპრასა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. როგორც წარმატებული სტუდენტი ამიყვანეს ჯეპრაში სტაჟირებაზე, ასე მოვხვდი აქ და უკვე მეცხრე წელია ვმუშაობ. ასევე 2009 წლის სექტემბერში გავხდი პიარსკოლის მენეჯერი, რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობ.

ქეთევანი: უკვე 10 წელია რაც „ჯეპრაში” პიარ კონსულტანტის პოზიციაზე ვმუშაობ. ეს არის გამოცდილება, რომელმაც დამანახა საკუთარი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. ჯეპრას გარდა, უკვე მესამე წელია ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ სკოლის პროექტების მენტორი. მიწევს მუშაობა სტუდენტებთან სხვადასხვა საპრეზენტაციო თემაზე, საკომუნიკაციო სტრატეგიის და საპროექტო წინადადების მომზადების სწავლაში. სულ ახლახან კი, დაახლოებით ერთი თვეა, უკვე ვარ სტრატკომის – ჯეპრას კომპეტენციის ცენტრის მენეჯერი. ეს არის ჯეპრას ახალი პროდუქტი –  სივრცე, ერთგვარი პლატფორმა, სადაც კერძო და საჯარო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მედიას აქვს შესაძლებლობა დაგეგმოს და განახორციელოს აქტუალური თემის განხილვა ნებისმიერი ფორმატით. ვგეგმავთ დღეს აქტუალური საკითხების ირგვლივ ფართო დისკუსიების მოწყობას, როგორიცაა საჯარო-კერძო პარტნიორობა (PPP) და საჯარო ფინანსირების ინიციატივა (PFI).

M: 2017 წლის სტრატეგიულ შეხვედრაზე თქვენ შეაჯამეთ გასული წელი და დაგეგმეთ მომავალი. თუ გამოყოფდით წარმატებულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც გასული წლის განმავლობაში იღებდით მონაწილეობას?

თინათინი: გამოვყოფდი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც პირველად 2016 წელს ჩატარდა საქართველოში და 4 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ვიმუშავეთ ფესტივალის ბრენდინგსა და საკომუნიკაციო კამპანიაზე, რომლის დახმარებით 9000-მდე მაყურებელი ჰყავდა „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს. გარდა ამისა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია Wings for Life World Run, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და მთელი ამ წლების განმავლობაში ღონისძიების პარტნიორია „ჯეპრა“.  პროექტებიდან, ასევე, შემიძლია აღვნიშნო სახალხო დამცველის საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესი, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა და გარკვეული როლიც ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში.

ქეთევანი: გასული წლის განმავლობაში ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დაკვეთით განვახორციელე. ეს არის  „ტყის კვირეული“, რომელიც ჩემი საავტორო პროექტია. ვიმუშავე როგორც იდეებზე, სლოგანებსა და შინაარსზე, ასევე, განხორციელებაზე. ტყის კვირეულის კამპანიაში,  განსაკუთრებით გამოვყოფდი სოციალურ ვირუსულ კამპანიას, რომელიც ტყის შენარჩუნების აქტუალიზაციის მიზნით განვახორციელეთ.  „თბილისი მოლის“ ატრიუმში განთავსდა დახლები წარწერით „იყიდება ჰაერი“, რომლებზეც განლაგებული იყო ბრენდირებული ბოთლები სხვადასხვა წარწერით: “ მთის ჰაერი”, “ზღვის ჰაერი” და “ტყის ჰაერი”. კამპანიის ძირითადი მესიჯი იყო „იზრუნე ტყეზე, ისუნთქე უფასოდ!“ ვყიდდით  დაფასოებულ ჰაერს და ვაკვირდებოდით ხალხის რეაქციებს. ბევრმა გამოთქვა სურვილი, შეეძინა სუფთა ჰაერი. ამ პროექტმა ბევრი ადამიანი დააფიქრა იმაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის და ტყისთვის ზიანის მიყენება. ვიმუშავე ასევე, მაიქროსოფტის პროექტზე „Cloud in the Clouds”, რომელიც მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციაზე დისკუსიას ეხებოდა. სტრიმინგი კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე  დედაქალაქის ყველაზე მაღალი წერტილიდან, თბილისის სატელევიზიო ანძიდან განხორციელდა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  ექსპერტებმა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა. სოციალური ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა  დაესვა კითხვები პირდაპირ ეთერში და გაეგო უფრო მეტი ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე.

 

M: სტრატეგიულ შეხვედრაზე გაიგეთ, რომ გახდით უფროსი კონსულტანტი. რა მოვალეობებს მოიცავს ეს თანამდებობა „ჯეპრაში”?

თინათინი: უფროს კონსულტანტობამდე საკმაოდ დიდი საფეხურია, რომელსაც ჯეპრას თანამშრომლები ყოველდღიური მუშაობითა და შრომით უახლოვდებიან. სტატუსის მინიჭება თავისთავად ნიშნავს, რომ კომპანია გიცხადებს ნდობას და თვლის, რომ მზად ხარ დაგეგმო, განახორციელო და მართო ნებისმიერი სირთულისა და სიდიდის პროექტი, რადგან ამისთვის საკმარისი გამოცდილება უკვე დააგროვე. რაც შეეხება მოვალეობებს, გარდა იმისა, რომ რჩები პროექტების მენეჯერად, კომპანიაში შენი როლი ფუნქციური დატვირთვის თვალსაზრისით იზრდება, მონაწილეობ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც კომპანიის განვითარებას შეუწყობს ხელს.  წარმოადგენდე ჯეპრას, როგორც მისი უფროსი კონსულტანტი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

ქეთევანი:  ჩემთვის ეს მოულოდნელი და ერთგვარი სიურპრიზი იყო. ჯეპრაში უფროსი კონსულტანტი – ეს სხვა  –  უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. რადგან წლებია ვაკვირდები და ვსწავლობ მათგან,  ვინც უფროსი კონსულტანტია და ვიცი, რა ხარისხსა და კომპეტენციაზეა საუბარი. ვიცი, რაზე უნდა ავიღო სწორება. ეს, ერთი მხრივ, ძნელიც არის, თუმცა საპატიოც და საამაყოც. ახალი პოზიცია ჯეპრაში – ჩემთვის არის შემდგომი სამუშაოს დაგეგმვის, ახალი ენერგიის და მოტივაციის წყარო.

Cannes Lions 2017 – ქართველების შთაბეჭდილებები „კანის საერთაშორისო კრეატიული ფესტივალიდან“

Sofar Sounds Tbilisi-ს კიდევ ერთი მონაწილე ზიად ალიევი სტუმრად პროექტში “მუსიკასთან ახლოს”