პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“, მხატვარ-დიზაინერებისთვის აცხადებს კონკურსს „რწყილი და ჭიანჭველას“ ზღაპრის ილუსტრაციების შექმნაზე. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სცენა, შექმენით მისი ილუსტრაცია, მოხვდით ფინალში და მოიგეთ პრიზი.
კონკურსი ორ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე მონაწილე ირჩევს სასურველ სცენას და ქმნის ილუსტრაციას ორი კვირის განმავლობაში.
მეორე ეტაპზე ჟიური არჩევს სამ საუკეთესო ნამუშევარს და მათ ავტორებს აძლევს დამატებით ერთკვირიან ვადას ამავე ზღაპრის წიგნის ყდის დიზაინის შესაქმნელად.
საბოლოო ჯამში, ზღაპრის წიგნი, გამარჯვებულის ილუსტრაციებით დაიბეჭდება, წიგნის დასაბეჭდად, მან უნდა შექმნას 12 სცენის ილუსტრაცია აღნიშნული ზღაპრიდან (სცენების შესახებ ინფორმაცია გამარჯვებულს ცალკე მიეცემა), მას, ასევე, საჩუქრად A3 ზომის Wacom-ის სახატავი პლანშეტი გადაეცემა.
დაწვრილებით:
1. ნამუშევრების მიღება დაიწყება 22 სექტემბერს და გაგრძელდება 6 ოქტომბრის ჩათვლით, საღამოს 18:00 საათამდე;
2. გამოგზავნილი ნამუშევარი უნდა იყოს JPEG ფორმატში, ასევე შესაძლებელია ნებისმიერ სხვა ფორმატშიც, ქარჩხაძის ციტატისა არ იყოს: „შენ მარტო ხარ კანცელარიაში, თუ რა თქმა უნდა მხედველობაში არ მივიღებთ სხვა დანარჩენებს“.
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შემოხვიდეთ ჯეპრას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, მოიწონოთ და გამოაგზავნოთ თქვენი ნამუშევრები პირადი წერილის სახით.
4. წერილში აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი ბოლო ორი ციფრის ჩათვლით;
5. კონკურსზე არ დაიშვება ისეთი ნამუშევარი, რომელიც სხვის საავტორო უფლებას არღვევს. ასეთი ნამუშევრის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯეპრა მისი კონკურსიდან მოხსნის უფლებას იტოვებს.
6. შესაბამისად, ნამუშევრის გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ჯეპრას პირობებს და ადასტურებთ, რომ ეს ნამუშევარი მხოლოდ თქვენი საკუთრებაა.
7. კონკურსისათვის შემოსული ნამუშევრები დედლაინის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება ჯეპრას ვებგვერდზე, ფეისბუქ-გვერდზე და ელექტრონულ ჟურნალში, ასევე თქვენი ამაყი ნათესავების კედლებსა და ალბომებში;
8. მონაწილის ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან;
9. საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. მხატვარი გია გუგუშვილი, მხატვარი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი, თამაზ ვარვარიძე, ფოტოჟურნალისტი, გოგა ჩანადირი, კომპანია ჯეპრას დამფუძვნებელი, სოსო გალუმაშვილი და დირექტორი, ეკატერინე ჟვანია;
10. საკონკურსო ილუსტრაციების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
და ბოლოს:
კონკურსის დასრულების შემდეგ, ყველა ნამუშევარი გამოიფინება.
ამავე გამოფენაზე მოხდება გამარჯვებულის დაჯილდოებაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერს, ხატია ალფაიძეს
მობ: 595 90 73 53