„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, ჯეპრას პორტფოლიოდან გიზიარებთ ნამუშევრებს, რომელთა საშუალებითაც კომპანიამ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში შეიტანა წვლილი. ნახეთ და შეაფასეთ ვიდეორგოლები ჯეპრას პორტფოლიოდან #GEPRA4Good.
ღვინისა და მეღვინეების ხელშეწყობა
გურჯაანის ღვინის ფესტივალი
30,000-ზე მეტი სტუმარი და 350-ამდე მონაწილე – ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია გურჯაანში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. ქალაქმა საქართველოში ყველაზე ხალხმრავალ ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია უნიკალური ქვევრის ღვინის და ქართული ბოთლის ღვინის განვითარების ხელშეწყობა, მცირე მეწარმეების აღმოჩენა და მათი ცნობადობის ზრდა. ასევე, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
IWSC 2024 Wine Judging in Georgia – ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine Judging in Georgia გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 170-ზე მეტი კომპანიის 520-მა ღვინომ მიიღო საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
შედეგად, კონკურსის ფარგლებში, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები გამოვლინდა. ოქროს მედალი მხოლოდ ქართული წარმოების ღვინოებმა მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, 18 ოქროს და 71 ვერცხლის მედალი ქართულმა კომპანიებმა დაიმსახურეს. ვერცხლის მედალი მიიღო სომხეთში დამზადებულმა ღვინომაც.
სოფლის მეურნეობა – საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა
წმო – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები – მსოფლიო ბანკი
საჭირო რაოდენობის წყალი საჭირო დროს!
ქვეყანაში სასოფლო–სამეურნეო წარმოების ზრდისთვის გამართული სარწყავი ინფრასტრუქტურა ერთ–ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ საქართველოს ირიგაციის სტრატეგიაში საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციას პრიორიტეტული ადგილი უკავია.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, უკვე განხორციელდა ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. 26 მლნ. ლარის ღირებულების პროექტი მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაციას, დახურული, 128 კმ. სიგრძის მილსადენის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.
შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – ქ. საგარეჯოში, სოფ. ნინოწმინდაში, გიორგიწმინდასა და წყაროსთავში, 5000 ჰექტრამდე სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება საგრძნობლად გაუმჯობესდება. გარანტირებული წყლის მიწოდება ფერმერებისთვის გაზრდილ მოსავალსა და შემოსავალს, ჩვენი ქვეყნისთვის კი – სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას ნიშნავს. https://wuo.ge/
ახალციხის (რაბათის) ციხის კომუნიკაციის და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერების პროგრამა – USAID Georgia HICD Activity
USAID Georgia HICD Activity-ს მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია შეიმუშავა.
ახალციხის ციხის მარკეტინგული კომუნიკაციის გაძლიერების პროექტის მიზანია, ერთი მხრივ ციხის, როგორც რეგიონის მთავარი დანიშნულების ადგილის მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდა.
ჯანდაცვა – იშვიათი დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროექტები
გაფანტული სკლეროზი – ერთად ერთმანეთისთვის, #ნუგანგვასხვავებ
2018 წლის 30 მაისს, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა. ამ დღიდან გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც დავიწყეთ კამპანია სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის“ კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
ქმედებებმა შედეგი გამოიღო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას 2019 წლიდან წლიდან უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც. დარაც ყველა მნიშვნელოვანი იყო, დაავადების მკურნალობის დაფინანსების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრალიზებული პროგრამა აამოქმედა და პაციენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიფნანსებას 2024 წლიდან მიიღებენ.
ჰემოფილია – ცხოვრება სისხლდენის გარეშე
ჯეპრას ერთ ერთი მნიშვნელოვანი კამპანია იყო “ცხოვრება სისხლდენის გარეშე”, რომელი ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითვალისწინებდა. დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. ინოვაციურმა კანქვეშა პროფილაქტიკურმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე. საქართველოში კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკური მკურნალობა ამოქმედებულია და მასში ჩართულია 14 პაციენტი, დამატებით, პროგრამა საჭიროების შესაბამისად ყოველწლიურად ფართოვდება.
„სერვიესთან“ ერთად ვიყავით მასშტაბური უფასო სკრინინგის ორგანიზებაში ჩართულები და ჩვენი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის – ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და დაავადების კონტროლის აუცილებლობის ახსნაში. ჰიპერტენზია, ანუ მომატებული არტერიული წნევა, კარდიო-ვასკულური სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზია მსოფლიოში. შესაბამისად, მომატებული არტერიული წნევის ეფექტური მართვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო საზოგადოებისათვის.
B2B ფორუმი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის
საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრასა და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის B2B ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს ამ ბიზნესების მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენდა.
ჰეფი მილის წიგნების საკომუნიკაციო კამპანია – მაკდონალდს საქართველო
მაკდონალდსის ყველაზე საყვარელ მენიუზე, ჰეფი მილზე, თაობები გაიზარდნენ. 2019 წლიდან ჰეფი მილი კიდევ უფრო შემეცნებითი და თავგადასავლებით სავსე გახდა საქართველოშიც, რადგან დაემატა წიგნის არჩევანი. წიგნების პირველი სერია როგორ მოვათვინიეროთ დრაკონის ავტორის, ცნობილი ბრიტანელი მწერლის კრესიდა კოუელის შექმნილია. სერია ფერადი, მაღალი ხარისხის ილუსტრაციებით იყო გაფორმებული. წიგნებში შეხვდებოდით სახალისო რჩევებს, თამაშებს, დავალებებსა და სხვა აქტივობებს, რომელთა შესრულება ბავშვებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და ამაღელვებელს ხდიდა, ამასთან, მოტორული უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებაში ეხმარებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თემატიკიდან გამომდინარე, წიგნები ბავშვებში ახალი აღმოჩენებისადმი ინტერესის გაღვივებას უწყობდა ხელს.
წიგნების ახალ, მიმდინარე სერიაში პატარები დიდი ოცნებებით წარმატებული ადამიანების ისტორიები ბავშვებისათვის გასაგები ფორმით არის მიწოდებული და მათ მოტივიაციას აძლევს თავადაც იშრომონ და მიაღწიონ წარმატებას. ჯადოსნურ ყუთში აღმოჩენილი წიგნის ეფექტი ასევე ჯადოსნურია. გემრიელ მენიუსთან ერთად საინტერესო წიგნების აღმოჩენა და ცნობილ ადამიანებზე წარმატებული ისტორიების გაცნობა ბავშვებს წარმატებული მომავლის შენებაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.
„ჩვენი ფერმერებისგან“ – Goodwill
გუდვილი 20 წელია უკვე აქტიურად თანამშრომლობს ფერმერებთან და მომხმარებელს ხარისხიან, ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქციას აწვდის. 2023 წლის ბოლოს „გუდვილისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით გამოჩნდა ვიდეოების სერია სახელწოდებით „ჩვენი ფერმერებისგან“, რომელიც 2024 წელსაც გრძელდება. საზოგადოებამ იხილა სად და რა პირობებში მზადდება წალკის ცნობილი ყველი ან დუშეთის ქათამი…. პროექტის მიზანია იმ ფერმერთა ხელშეწყობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ჯეპრას აგრძელებს გრძელვადიან ურთიერთობას გუდვილთან, შესაბამისად, ჯერ კიდევ უნდა ველოდოთ საინტერესო ვიდეოებს ქართველ წარმოებაზე.