in

„გერგილი“ – შრომის უსაფრთხოების მრავალწლიანი გამოცდილება

უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობა ყველა დასაქმებულის უფლებაა – ვკითხულობთ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. სწორედ აღნიშნული კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისაგან დაიცვას თანამშრომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 

რევაზ ენუქიძე, საკონსულტაციო კომპანია „გერგილის“ დირექტორი განმარტავს:

კომპანიის მფლობელებმა თუ წარმომადგენლებმა, რეალურად, არ იციან, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით რა საჭიროების წინაშე დგანან. აღნიშნულ სფეროში „გერგილის“ დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, კომპანიის სურვილია, რაც შეიძლება მეტ ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია და კონსულტაცია გაუწიოს არსებული რეგულაციების შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ აქამდე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდებოდა, 2019 წლის 1 სექტემბრიდან კი, მისი მოქმედება გაფართოვდა და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორი მოიცვა. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული კომპანიები სულ მცირე, შრომის უსაფრთხოების მხრივ კონსულტაციის საჭიროების წინაშე დადგნენ.კომპანია „გერგილის” გუნდის მიზანი კი სწორედ მსგავსი კომპანიების დახმარებაა, რომლებიც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანულ კანონთან შესაბამისობაში მოსვლას ცდილობენ.  საკონსულტაციო კომპანია, რომლის საქმიანობაც მოიცავს შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი და ნარჩენების მართვის მიმართულებით საკონსულტაციო სერვისებს. ამ შემთხვევაში, აქცენტს, კომპანიის მხრიდან, შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოთავაზებულ მომსახურებებზე გავაკეთებთ: 

  • შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მომსახურება;
  • კანონმდებლობისა და მაკონტროლებელი ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო დოკუმენტაციის  შედგენა;
  • სამუშაო სივრცეში არსებული რისკებისა და საფრთხეების შეფასება, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და დებულების, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო უსაფრთხოების დოკუმენტების შემუშავება;
  • პერსონალისთვის, კანონით გათვალისწინებულ უსაფრთხოების ნორმებზე პერიოდული ტრენინგების ჩატარება;
  • სამუშაო სივრცეში არსებული და შესაძლო რისკების შემცირების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დასაცავად პერიოდული კონტროლი;
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვა და მოკვლევა;
  • საჭირო დამცავი აღჭურვილობის განსაზღვრა;
  • პერსონალის სამედიცინო შემოწმების კონტროლი;
  • გამაფრთხილებელი ნიშნების განსაზღვრა;
  • კონსულტაციები შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

ეს იმ მომსახურებების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც კომპანია „გერგილი“ შრომის უსაფრთხოების სფეროში გთავაზობთ.

ზემოხსენებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ამიერიდან, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია, პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები. ხოლო, თუკი დაწესებულებაში 20-დან 100-მდე დასაქმებულია, მაშინ ის ვალდებულია, ადგილზე ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი – ვკითხულობთ შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში.

შესაბამისად, 1 სექტემბრიდან, ბუნებრივია, ბაზარზე იმ კომპანიებზე მოთხოვნა გაიზარდა, რომლებსაც შრომის უსაფრთხოების კუთხით, კონსულტაციის გაწევა შეუძლიათ.

სწორედ ასეთი კომპანიაა „გერგილი“, 17 წლის წინ დაფუძნდა და დაახლოებით, 10 წელია, რაც  შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად საქმიანობს. კომპანიის სახელი ძველი ქართულიდან მოდის და „საქმის მარჯვედ მქმნელს“ ნიშნავს. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, „საქმის მარჯვედ მქმნელის“ ამოცანა შრომის უსაფრთხოების კუთხით, რისკების სწორი შეფასება და ინვესტორებთან, მომუშავე პერსონალსა და საზოგადოებასთან ურთიერთობისას მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.

„გერგილის“ დირექტორი, რევაზ ენუქიძე ამბობს: „ჩვენი მიზანი მხოლოდ ბიზნეს საქმიანობა არაა. ჩვენი მიზანია, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, რაც ასევე, მოიაზრებს მის ორგანიზაციულ კულტურაში ინტეგრირებას“.

M: რევაზ, შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ, უშუალოდ, რა პროცესებს გადიხართ, როცა კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებთ?
პირველ რიგში, აუცილებელია, ჩვენ გავერკვეთ კომპანიის საორგანიზაციო სტრუქტურასა და მის პოლიტიკაში, შრომის უსაფრთხოების კუთხით. შემდეგ, საჭიროა, განვსაზღვროთ, თუ რა მოვალეობა ეკისრება ორგანიზაციაში დასაქმებულ თითოეულ პირს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

რაც შეეხება, უშუალოდ, სამუშაო სივრცის რისკების განსაზღვრას, ჩვენი სპეციალისტი ადგილზე მიდის, აფასებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ასპექტებს, გასცემს მითითებებსა და რეკომენდაციებს შემდგომი თანამშრომლობისათვის. გარდა ამისა, სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიებს ლაბორატორიულ მომსახურებასაც ვუწევთ. 

M: როგორ ფიქრობთ, რა აქცევს „გერგილს“ კონკურენტუნარიან საკონსულტაციო კომპანიად?
ჩვენი გუნდი მუდმივი თანამშრომლებისა და მოწვეული საერთაშორისო დონის ექსპერტებისგან შედგება და  ნამდვილად, ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა „გერგილის“ ადამიანური რესურსის პროფესიონალური გამოცდილებაა. ასევე, მომსახურების მობილურობა და კონსულტაციასთან ერთად, პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობაც.

„გერგილში“ ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში შრომის უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ და კიდევ უფრო მეტის შეტანა შეუძლიათ. გამოსავალს, ამ ეტაპზე ინფორმაციის სკოლის ასაკიდანვე გავრცელებაში ხედავენ. თუმცა, სანამ ამ კუთხით განათლება სკოლაში სავალდებულო გახდება, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში სემინარებს მართავს.ჯერჯერობით, კომპანიას საკუთარი სასწავლო ცენტრი არ აქვს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე „გერგილის“ გუნდი აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში მათი საქმიანობა  საგანმანათლებლო მიმართულებასაც მოიცავს.

უახლოესი მომავლის გამოწვევა კი ასეთია: მზადება კამპანიისთვის, რომლითაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს  სწორად მიაწვდიან ინფორმაციას შრომის უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე.

[R]

როგორები იქნებოდნენ ფიროსმანის პერსონაჟები დღეს – ვაჟიკა შანიძის ნამუშევრები

საქართველოში საცალო ვაჭრობაში გადამზადების პირველი საერთაშორისო პროგრამა იწყება