ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთის წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას ეყრდნობა, ენერგიისა და კომუნალური მომსახურებებისთვის ალტერნატივის ძებნა დაიწყო. დიახ, ზუსტად იმის გამო, რომ პუტინი უკრაინაში სისხლისმღვრელ ომს აგრძელებს… მათ შორისაა გერმანიაც, რომელიც უზარმაზარ „თერმოსს“ ქმნის, რათა ზამთარში სახლები გაათბოს. ეს კი ევროპის ენერგეტიკული ლანდშაფტის ცვალებადობის მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
კოშკის სიმაღლე თითქმის 150 ფუტია და 15 მილიონ გალონ წყალსაც იტევს. შენობა მდუღარე წყლის მსგავს ტემპერატურას თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს, რაც ქარისა და მზის ფერმების მიერ წარმოქმნილი ელექტროენერგიით თბება. ხოლო თუ მათ ამ ზამთარში რუსული გაზი არ ექნებათ, „თერმოსის“ გამოყენებას უკვე ჩვეულებრივ შეძლებენ.
„ეს უდიდესი „თერმოსია“, რომელიც სითბოს შენახვაში მაშინაც კი გვეხმარება, როცა არ გვჭირდება, საჭიროების შემთხვევაში კი მის გამოყენებას შევძლებთ“, — ამბობს ტანია ვილგოსი, Vattenfall-ის სითბოს განყოფილების ხელმძღვანელი.
მნიშვნელოვანია პროექტის მასშტაბიც, მას ზაფხულში ბერლინისთვის საჭირო ცხელი წყლის უმეტესობა შეუძლია უზრუნველყოს და ზამთარში წყალზე მოთხოვნილების 10%, რაც საკმაოდ კარგ მაჩვენებლადაც ითვლება.
თუმცა იმის გამო, რომ ერთი „თერმოსი“ ბერლინის მაცხოვრებელთა სრულად დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს, აქ კიდევ უფრო მეტი სადგურის აშენებაზე საუბრობენ. როგორც ხედავთ, ევროპის განახლებადი ენერგიის სივრცეში ბევრი რამ ხდება…