in

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივა – სავსე სტადიონი და ნაკრების მაისური ყველა გულშემატკივარს

Sporti
Sporti

წლის ბოლო საშინაო შეხვედრას, გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიხტენშტეინის წინააღმდეგ გამართავს. COVID პანდემიიდან გამომდინარე, როდესაც უკვე ორი წელია დასწრების საკითხი ჯერ საერთოდ არ იდგა, შემდეგ კი გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, ვოლფსბუგში დიდ ანშლაგს არ ელოდნენ. ამიტომ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის გუნდის გადაწყვეტილებით, ტექნიკურ სპონსორ „ადიდასთან“ კოლაბორაციით სტადიონზე მისული თითოეული გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების პირველი ხაზის ხარისხის მაისურს მიიღებს.

მატჩი ვოლფსბურგში გაიმართება, VOLKSWAGEN ARENA კი 30 000 გულშემატკივარს იტევს. შესაბამისად, სავარაუდოდ, სწორედ ამ რაოდენობის მაისურის გაცემა მოუწევს „ადიდასსა“ და ბუნდეს ნაკრებს. აქცია ვრცელდება ყველა ასაკის გულშემატკივარზე. მატჩზე დასასწრები ყველაზე დაბალი განფასების მქონე ბილეთი 25 ევრო ღირს, ყველაზე ძვირიანი კი – 125.

აქციამ გულშემატკივარი ძალიან გაამხიარულა და მატჩზე დასწრების მოტივაციაც გაუზარდა. როგორც წესი ასეთ შეხვედრებს თან დიდი ინტერესი არ ახლავს, რადგან ბუნდეს ნაკრები მსგავს მატჩებს მშვიდად და დიდი ანგარიშით იგებს. მით უმეტეს პანდემიის ფონზე, ალბათ, სავსე ტრიბუნები არ იქნებოდა, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და სხვა სურათია.

„გვინდოდა, გულშემატკივრისთვის ერთგვარი მადლობა გვეთქვა, ისინი მუდამ საყვარელი ნაკრების გვერდით არიან, ასე იქნება ამ შეხვედრაშიც. მაისური ყველაზე ძვირფასი და დიდი საჩუქარია, ის თითოეული გულშემატკივრისთვის მთავარი ატრიბუტია მატჩზე წასასვლელად. გვჯერა, რომ ფანებს გავახარებთ, სპორტული შედეგიც კარგი იქნება და ვოლფსბურგში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იქნება“, – ამბობს კლაუს რაინერი, ბუნდეს ნაკრების მარკეტინგის მენეჯერი.

ტრეი იანგი ამტკიცებს, რომ “შეუძლებელი არაფერია” – Adidas-ის ახალი სარეკლამო რგოლი

Drone 1 – საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის განკუთვნილი კომპაქტური მოწყობილობა