in

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანული საფეხბურთო სოციალური მედიის მეფეა

Sporti
Sporti

გერმანულ ენაზე მსოფლიოში მილიონობით ადამიანი საუბრობს, ამავე ქვეყნის საფეხბურთო კლუბები სოციალურ მედიას იდეალურად იყენებენ, განსხვავებული და ორიგინალური კონტენტის გარდა, ინფორმაციულობის მხრივ, ბუნდესლიგური კლუბები ერთ–ერთი მოწინავეები არიან. გარდა ამისა, ახალი შესაძლებლობების, გულშემატკივრების ზრდისა და სხვა სეგმენტებზე გასვლის გამო, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, რამდენიმე წლის წინ, კლუბებმა საკუთარი გვერდები და სოციალური მედიის ანგარიშები სხვადასხვა ენაზე გაუშვეს, საცდელმა ვერსიამ, კლუბების უმრავლესობის შემთხვევაში, იმუშავა.

გერმანული საფეხბურთო სოციალური მედიის მეფე მიუნხენის „ბაიერნია“, ბავარიელები მშობლიურ ენაზე ფუნქციონირებადი „ფეისბუკის“ გვერდის გარდა, ამავე შინაარსის სხვა გვერდებს ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზე აქტიურად ამუშავებენ. „ფეისბუკის“ გარდა, გარკვეული კონტენტის წარმოების დროს, იგივე პრინციპი ვრცელდება მათ „ტვიტერისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშებზე. სოციალური მედიის მიმართულებით ყველა რეკორდი და ჯილდო, როგორც წესი, სეზონის ბოლოს, მიუნხენელებს რჩებათ ხოლმე.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბავარიელთა დომინაციისა, ფეისბუკპლატფორმას მათზე მეტ ენაზე სამი სხვა კლუბი აწარმოებს. კონკრეტულად ამ კუთხით ფრანკფურტის „აინტრახტი“, „ვოლფსბურგი“ და მიონხენგლადბახის „ბორუსია“ გამოირჩევიან.

არიან კლუბები, რომელიც მხოლოდ მშობლიური გერმანული ენით პოზიციონირებენ.

რაც შეეხება ქართულ საფეხბურთ სოციალური მედიის სივრცეს, თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ ქართულის გარდა, სოციალური მედიის გვერდებს ინგლისურ ენაზეც მართავენ.


წარმოიდგინეთ სამსახურში დასაქმება რეზიუმეს გარეშე

გასულ წელს დედამიწის ბრუნვის დრო დაჩქარდა!