in

გერმანიის პასუხი! – ანუ რას აკეთებს ეს ქვეყანა სწორად, კორონავირუსთან ბრძოლაში

გერმანიაში, Covid-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა შუა ხნისაა (25-59 წლის). 26.03.2020-ის მონაცემებით, სულ 43 938 პირი დაინფიცირდა და გარდაიცვალა – 267 ( 0.6 %). ეს ბევრად უკეთესი მაჩვენებელია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც დაახლოებით იმავე რაოდენობის ინფიცირებული ჰყავს, მაგ.: აშშ-ში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,5 %-ია, იტალიაში – 10 %, ესპანეთში – 7,5 %.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რას აკეთებს გერმანია სწორად?

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი მასშტაბური ტესტირების შედეგია, რაც დაინფიცირებულთა რაოდენობის მაქიმალურად ზუსტ მონაცემს უზრუნველყოფს. მკურნალობის პროცესი იწყება დაავადების საწყის ეტაპზე. უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების მკურნალობა უფრო ეფექტურია.

თუმცა გერმანიის მთავრობა ელის, რომ უახლოეს კვირებში მკვეთრად გაიზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს.

ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ დაავადებულთა პირველი ნაკადი სათხილამურო კურორტებზე ყოფნისას დაინფიცირდა, რაც მათ საშუალო ასაკსა და კარგ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს. თუმცა, ახალი დაინფიცირებულების შემთხვევაში, სურათი შეიძლება, შეიცვალოს. ამიტომ, გერმანია აძლიერებს სამედიცინო მზადყოფნას. მათ აქვთ 25 ათასი სასუნთქი აპარატი და ადგილობრივ მწარმოებელს, დამატებით, 10 ათასი ცალი შეუკვეთეს. გაზარდეს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა ქვეყნის კლინიკებში. ბერლინის საგამოფენო სივრცეში – Messe Berlin გერმანელი სამხედროების დახმარებით ეწყობა 1 000 საწოლიანი დროებითი კლინიკა.

აღსანიშნავია, რომ ჩვეულ პირობებში ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში უფრო ხანგრძლივია, ვიდრე გერმანიაში. რაც გვაჩვენებს, რომ გერმანიის ჯანდაცვა სხვადასხვა კრიტერიუმით ჩამორჩება ევროპის ზოგიერთ ქვეყანას. ასევე, სხვაობა დიდი არ არის ექიმებისა და საწოლების რაოდენობაში. მხოლოდ ექთნების რაოდენობა ყოველ 1000 პაციენტზეა განსხვავებული, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 13,2-ია, რაც ბევრი სხვა ქვეყნების მონაცემს აღემატება.

ეს, შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ : 1. ექთნები, ყველაზე დიდ დროს ატარებენ უშუალოდ პაციენტთან და მათ მენეჯმენტს ექიმების მითითებების მიხედვით უზრუნველყოფენ; 2. ქვეყანა და კლინიკა, რომელიც აცნობიერებს ექთნის დიდ როლს, დიდი ალბათობით, სხვა პარამეტრებიც მოწესრიგებული აქვს.

აშკარაა, რომ COVID-19 გამოავლენს ქვეყნებში არსებული ჯანდაცვის სიტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ამჟამინდელი კრიზისის დასრულებისთანავე, მთელმა მსოფლიომ უნდა გააანალიზოს დაშვებული შეცდომები და იფიქროს, როგორ შექმნას ძლიერი ჯანდაცვის სისტემა მსგავსი, გამოწვევების წინააღმდეგ.

ავტორი: ხათუნა სურმავა

გამოყენებული წყაროები:

https://edition.cnn.com/2020/03/24/opinions/germany-low-death-rate-for-coronavirus-sepkowitz/index.html
https://www.theguardian.com/world/2020/mar/22/germany-low-coronavirus-mortality-rate-puzzles-experts
https://www.dw.com/en/berlin-to-build-1000-bed-coronavirus-hospital/a-52811671
https://www.worldometers.info/coronavirus/

ფოტოს წყარო:
http://www.globalconstructionreview.com/client_media/images/xmes.jpg.pagespeed.ic.Vv5hczV3VD.webp



Facebook-მა Messenger-ის ახალი დესკტოპ აპლიკაცია გამოუშვა

2021 წლის გაზაფხულზე თბილისის დიზაინის დღეები გაიმართება