in ,

ფრანგი სომელიე – ჟერარდ ბასე „თამადა“ –ს ბრენდის ქვეშ წარმოებულ ღვინოებს დააგემოვნებს

ნატა კანდელაკი ( „თამადა“ –ს ბრენდ მენეჯერი): ჟერარდ ბასე საქართველოში სტუმრობის ფარგლებში „თამადა“ –ს ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინის 4 სახეობას–  წინანადალს, მუკუზანს, ქინძმარაულსა და ფიროსმანს– დააგემოვნებს.

bog
bog-mob

ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად , სომელიე შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან თანხვედრაშია და სასმლის გემოვნურ თვისებებს ერგება. კერძების შეხამების კულტურის დანერგვაც მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ღვინის არომატი და გემო უკეთ შევიგრძნოთ.tamada 2

M: რა არის ამ ღონისძიების მიზანი ?

ცნობილი სომელიეს ჩამოსვლის მიზანს ქართული ღვინის ტრადიციების გაცნობა, ტრადიციული ღვინის ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამება და ღვინის მოყვარულებისთვის რეკომენდაციების მიცემა წარმოადგენს.

 M: მსგავსი ღონისძიება ადრე თუ ჩატარებულა და თუ მიაღწიეთ მთავარ მიზანს?

მსგავსი ღონისძიება, ანუ კონკრეტულად ცნობილი სომელიეს მოწვევით, არ ჩატარებულა. მით უმეტეს, რეკომენდაცია, ვთქვათ, რომელ ღვინოს რა სახის კერძი შეესაბამება, ჯერჯერობით, არავისგან მიგვიღია. ჩვენი მიზანია, დაინერგოს ეს კულტურა საქართველოში, რომ ვიცოდეთ, რომელი კერძი ან დესერტია კონკრეტულ გემოსთან თანხვედრაში და ერგება მის გემოვნურ თვისებებს.

 M: უშუალოდ ბრენდზე რომ ვისაუბროთ, ღვინის რამდენ სახეობას აერთიანებს „თამადა“?

ბრენდი „თამადა“ –ს პორტფელში გვაქვს 10 სახეობის ღვინო, როგორც თეთრი ასევე წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და მშრალი. მათ შორის არის 6 ადგილ–წარმოშობის დასახელების ღვინო. (წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, ხვანჭკარა, ახაშენი) .

 tamada 1M: რაც ეხება უშაულოდ ბრენდს, მის სახელსა და იდეას. . .

 ბრენდის ეს სახელი ჯერ კიდევ 2001 შეარჩიეს. ქართული სუფრა და ქართული ღვინო, განსხვავებით სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან, ურთიერთობებთან არის ასოცირებული. ქართული სუფრა წარმოუდგენელია ქართული ღვინისა და თამადის გარეშე. ქართული სუფრის გაძღოლა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგანაც სუფრის ყველა მონაწილეს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს, ურთიერთობების ხელშეწყობა უნდა მოხდეს და სხვადასხვა საკითხების წამოწევისა და მსჯელობის გზით ადამიანებს შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს. თამადა ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო ემოციურს ხდის და სუფრის მონაწილეებს ერთმანეთთან აახლოებს. კარგი თამადა მოიზარება, როგორც კარგი ღვინის მცოდნე. ბრენდი „თამადა“ სწორედ ასეთი ღვინის ერთობლიობას წარმოადგენს.მოკლედ რომ ვთქვათ, თამადობა ემოციების გაზიარების ხელოვნებაა, რომელიც ქართულ სუფრაზე ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თამადა, ანუ ქართული სუფრის ლიდერი ყოველთვის მოიაზრება, როგორც რესპექტაბელური, ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც სუფრის მართვის უნარი გააჩნია. თამადის ძირითადი ინსტრუმენტი სადღეგრძელოა, რომელიც მას სხვადასხვა იდეების წამოწევის საშუალებას აძლევს, რაც სუფრას უფრო საინტერესოს ხდის. სიტყვა „თამადა“ სუფრის თავს ნიშნავს,რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ფიგურის მნიშვნელობას. თამადა არასოდეს არ დგებოდა ფეხზე სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული სუფრა ყოველთვის საუბრისა და საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბების ატმოსფეროში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, წვეულებაზე თუ მეგობრების შეკრებაზე, თამადას ფენომენი ოდნავ სახეშეცვლილია, ვფიქრობ, ეს არის ტრადიცია, რომლის გარეშეც ქართული სუფრა წარმოუდგენელია. „თამადა“–ს ეტიკეტზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ნახატის ,,ხუთი თავადის ქეიფის” ფრაგმენტი. tamada 3 ფიროსმანი, ისევე როგორც ქართული ღვინო უნიკალურია, თვითმყოფადი და გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი ხასიათით. შესაბამისად, გამოხატავს ქართული ღვინის განსხვავებულობას და ამავე დროს მათ წარმოშობას უსვამს ხაზს.

ზომბები ავტობუსის გაჩერებაზე – არანორმალური ექსპერიმენტი

„სილქნეტი“ მომხმარებლებს 4 ახალ ციფრულ პროდუქტს სთავაზობს