ტოიოტას ახალი სარეკლამო კამპანიის “Get going”-ის სახე მომღერალი Beyonce გახდა. 31-წამიან ვიდეოში Beyonce-ს წარმატების ყველა ეტაპია გაერთიანებული.
Beyonce-ინსპირაციული მიმართვა ვიდეოს შემადგენელი ნაწილი და ძირითადი მესიჯი გახდა – ” მე მქონდა არჩევანი, ვმდგარიყავი ერთ ადგილზე ან მევლო წინ. ყოველ დილით ვდგებოდი, რათა ჩემი არჩევანი დამეფიქსირებინა და სამყაროს არ მივეცი უფლება არჩევანი ჩემს ნაცვლად გაეკეთებინა. მე თვითონ ვღებულობ გადაწყვეტილებებს და მე წინსვლა ავირჩიე”.
რეკლამის შექმნელების თქმით სარეკლამო კამპანია იაპონელ მომხმარებელზეა გათვლილი და ვიდეოს ფინალის შემდეგ რთულია არ მოგინდეს იგივე მანქანის მფლობელი გახდეთ.