‘’Get in the Ring’’ არის ერასმუსის მეწარმეობის განვითარების ცენტრის მიერ ინიცირებული კონკურსი Start up ბისთვის, რომლის ძირითადი იდეაა დაეხმაროს მეწარმეებს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და საჭირო ბიზნეს კონტაქტების დამყარებაში.
2013 წლის 21–23 ნოემბერს რინგი უკვე მეხუთედ გაიმართება და მასში 31 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობს.
პროექტი იმართება ‘’გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში’’. კვირეულის წარმომადგენელია საქართველოში ‘’ინოვაციების და მეწარმეობის განვითარების ცენტრი’’ , რომელიც ასევე არის Get in the Ring Georgia–ს ორგანიზატორი და დამფუძნებელი . პროექტის მედია მხარდამჭერი Marketer.ge
პროექტის სტრატეგიული პარტნიორია ღონისძიებების მართვის კომპანია ‘’სევენთ’’, რომელიც უზრუნველყოფს მედია კომუნიკაციებს.
პროექტი მოიცავს 3 რაუნდს:
1. პირველ რაუნდის ფარგლებში ცენტრის მიერ მოხდება კონკურსის საფუძველზე 2 საუკეთესო startup-ის შერჩევა.
2. მეორე რაუნდში შერჩეული მეწარმეები ვიდეო პრეზენტაციებს წარმოადგენენ ,რომელთაგან ჰოლანდიელი ინვესტორები და მეწარმეები 8 ფინალისტს შეარჩევენ.
3. მესამე რაუნდში 8 ფინალისტი იბრძოლებს 1 მილიონამდე ევროს ინვესტიციის მოსაპოვებლად როტერდამის საერთაშორისო ფინალზე.
ფინალური რაუნდი გაიმართება 22 ნოემბერს, როტერდამში, ‘’გლობალური მეწარმეობის კვირეულის’’ ფარგლებში.
შერჩეული მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ Get in the Ring ის ადგილობრივ ფინალში, რომელიც 22 ნოემბერს , თბილისში გაიმართება.
უმთავრესი საკონკურსო მოთხოვნები:
1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპებს, რომლებიც ფუნქციონირებენ არა უმეტეს 5 წლისა.
2. მონაწილეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
3. წარმდგენი უნდა ფლობდეს ინგლისურს კარგად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ იხილოთ სააპლიკაციო ფორმა www.iedc.ge ზე და გამოგვზანოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმები 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით info@iedc.ge ზე
გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 10 ოქტომბერს
კონკურსის ოფიციალური პრომო ბიდეო












