21
Jan
2020

ცუდ განწყობაზე თუ ხარ, ნუ გამოიყენებ სოციალურ ქსელებს

21 Jan 2020

როცა გაბრაზებული ხარ, დეპრესიული, მთვრალი ან დაღლილი – ამ მდგომარეობაში ადამიანებთან სოციალური მედიის საშუალებით კონტაქტი არც ისე კარგი იდეაა. თუმცა კი, ბევრი ჩვენგანი, გამოსავლად სწორედ სოციალური ქსელის სქროლვას მიიჩნევს ხოლმე და ამასობაში, უფრო იწყენს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ცხოვრებაში ყველას აქვს ხოლმე არც ისე კარგი პერიოდები.

და პირველი ფიქრი, მდგომარეობიდან გამოსვლისთვის, შესაძლოა, იყოს – სმარტფონს მაგრად ჩაეჭიდო და გამოსავლის იქ ძებნა დაიწყო. თუმცა, შენ იქ ხომ უახლესი და ყველაზე დიდებული ამბების მოსასმენად არ ხარ?! თანაგრძნობას ეძებ, ან იმას, ვინც შენზე უარესად გრძნობს თავს. ამ უკანასკნელი, სავსებით არაჯანსაღი შეგრძნების გამომხატველი სიტყვაც კი არსებობს schadenfreudeრომელიც ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში სხვისი უბედურებით შვებას გრძნობ.

ასეთ შემთხვევაში, უფრო უკეთესი იდეაა, რომ საერთოდ არ გახსნა სოციალური ქსელების აპლიკაციები მანამ, სანამ საკუთარი ფიქრების კონტროლს არ შეძლებ. მაგალითად, თუ ელექტრონული წიგნი გაქვს გადმოწერილი ან ფილმი სმარტფონში, უფრო რაციონალური არჩევანი იქნება ამ წიგნის კითხვითა თუ ფილმის ყურებით დაკავება.

და რას იტყვი, როცა ცუდ განწყობაზე ხარ და გხვდება სტატიები სათაურით: „10 რჩევა, რომელიც სწორ გზაზე დაგაყენებს“, ან სხვისი წარმატების ისტორიები. არაფერია ცუდი ასეთ სტატიებში, უბრალოდ, როცა ასეთი ტიპის კონტენტის მიღების განწყობა არ გაქვს, შეიძლება, ჩვეულებრივზე მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს სიახლეების ველში მათთან შეხვედრა.

ღრრ! „როგორ ვიყოთ საკუთარი თავების წარმატებული მენეჯერები“, ან „5 რამ, რისი კეთებაც ახლავე უნდა დაიწყოთ“. და შენი  პირველი რეაქცია არის ნეგატიური კომენტარების დაწერის სურვილი. რომელიც მხოლოდ სურვილად არ რჩება და აკეთებ კიდევაც.

მაგის პასუხია, რომ თავშეკავება ჯობს.

ეცადე, არ მოიძიო ან უფრო კი, გაერიდო იმ ტიპის სტატიებს, რომელიც ბრაზისა თუ მოწყენილობის დროს შენს კიდევ უფრო გაღიზიანებას გამოიწვევს. სოციალურ მედიაში კი, შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავად ამოგიხტეს მსგავი კონტენტი, თავი ვერ შეიკავო და ნეგატიური უკუკავშირი გამოხატო.

ასეთი რამ ყველას მოსვლია. ამიტომ, თუ მართლა დაღლილი ხარ და მაინც ვერ იძინებ, ჯობს წიგნი წაიკითხო, ვიდრე სოციალური მედიის პოსტები ამოწმო და ირაციონალური კომენტარების წერას მიჰყო ხელი.

იგივე რჩევა არის ალკოჰოლის ზემოქმედების ყოფნის შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, ელექტრონულ შეტყობინებებს, რომელსაც შენი გაბრაზება შეუძლია, ნუ უპასუხებ, როცა გაღიზიანებული ხარ.

მარტივია უკვე იმ ადამიანების ცნობა, როგორ განწყობაზე არიან, იმის მიხედვით, სოციალურ მედიაში რას პოსტავენ. და ეს ძალიან საინტერესოა.

ძალიან ბევრი კარგი კონტენტი იდება სოციალურ მედიებში, როგორიცაა: Linkedin, Medium, თუმცა ტვიტერი და კიდევ უფრო ფეისბუკი საშიში და საფრთხის შემცველია, ზოგიერთ შემთხვევაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, ცუდ განწყობაზე თუ ხარ, ნუ გამოიყენებ სოციალურ ქსელებს.

წყარო: Medium



განხილვა