ჯერ კიდევ 2007 წელს Apple-მა iPhone რეკლამით Hello გაგვაცნო, ახლა კი Vision Pro-ს მსგავსი მეთოდით გვთავაზობს, ოღონდ მისალმება Get Ready-იმ ჩაანაცვლა… დიახ, კომპანია დიდ მოლოდინებს ამყარებს Vision Pro-ზე, რომელსაც 2 თებერვალს გამოუშვებს. რეკლამაში კი მთავარი აქცენტი სამეცნიერო ფანტასტიკაზე კეთდება, მოიცავს Star Wars-ის, Star Trek: The Next Generation-ის, Back to the Future-ის, Iron Man-ისა და Ant-Man-ის კადრებს. ვიდეოს ბოლოს ახალ Vision Pro-დან „გახედვასაც“ შეძლებთ, ამიტომ — Get Ready!
„Apple Vision Pro ყველაზე განვითარებულია სამომხმარებლო ელექტრონიკის მოწყობილობებს შორის. მისი რევოლუციური და მაგიური მომხმარებელთა ინტერფეისი გარდაქმნის იმ გზებს, რომლითაც ერთმანეთს ვუკავშირდებით, ვქმნით და ვიკვლევთ“, — განმარტავს ტიმ ქუქი, Apple-ის CEO.